ცნობილია, კვარიათში, ზღვაში დაღუპული ბიჭი ვინაობა - "შენი ბოლო წუთებიც სხვის გადარჩენაში გაატარე" | Allnews.Ge

ცნობილია, კვარიათში, ზღვაში დაღუპული ბიჭი ვინაობა - "შენი ბოლო წუთებიც სხვის გადარჩენაში გაატარე"

კვა­რი­ათ­ში ზღვა­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი კი­დევ ერთი ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი დღეს იპო­ვეს.

მაშ­ვე­ლებ­მა სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ორი დღის წინ და­ი­წყეს, რო­დე­საც უწყე­ბა­ში 30 წლამ­დე ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის ზღვა­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შე­სა­ხებ შე­ტყო­ბი­ნე­ბა შე­ვი­და.

კვა­რი­ა­თის სა­ნა­პი­როს­თან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი იყ­ვნენ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ერთ-ერთი გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა სა­ჩი­ნო მა­კა­რი­ძეა. რო­გორც ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, ის დას­თან და სტუ­მარ გო­გო­ნას­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და ზღვა­ზე. ტრა­გე­დია იმ დროს მოხ­და, როცა სა­ჩი­ნო ერთ-ერთი გო­გო­ნას დახ­მა­რე­ბას ცდი­ლობ­და, რო­მელ­მაც სა­ვა­რა­უ­დოდ ცურ­ვა არ იცო­და.

"სა­ჩი­ნოს­ნა­ი­რი ჩი­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ცოტა შემ­ხვედ­რია ცხოვ­რე­ბა­ში.ზედ­მე­ტად კე­თი­ლი იყო, სულ გი­ღი­მო­და და ცდი­ლობ­და რა­ი­მე ისე­თი გა­ე­კე­თე­ბი­ნა რაც სი­ხა­რულს მო­გი­ტან­და. არ მინ­და ამ სი­უ­ჟე­ტის გახ­სნა, ვიცი მას­ზეა, არა­ფერ ტრა­გი­კულს არ იმ­სა­ხუ­რებ­და ეს ბიჭი. არც ის გა­მიკ­ვირ­და რომ სხვი­სი სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად გა­ი­მე­ტა თა­ვი­სი სი­ცო­ცხლე. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ გა­ნის­ვე­ნებს იქ, სა­დაც მარ­თალ­ნი გა­ნის­ვე­ნე­ბენ.მა­რა­დი­უ­ლი ხსოვ­ნა მის სულს...

ყო­ველ­თვის ეხ­მა­რე­ბო­დი სხვებს და შენი ბოლო წუ­თე­ბიც სხვის გა­დარ­ჩე­ნა­ში გა­ა­ტა­რე. ბოლო წუ­თამ­დე იმე­დი მქონ­და, რომ ოჯახს ცო­ცხა­ლი და­უბ­რუნ­დე­ბო­დი მაგ­რამ ეს იმე­დიც გაგ­ვიქ­რე შენი ლა­მა­ზი სუ­ლის­თვის ვი­ლო­ცებ ღმერ­თმა ცათა სა­სუ­ფე­ვე­ლი და­გიმ­კვიდ­როს" - წე­რენ გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი.