ოთხი შვილი, კარიერა და დიდი სკანდალი, რის გამოც ის საფეხბურთო სამყაროდან "განდევნეს" - ვილი სანიოლის გზა ქართულ ფეხბურთამდე
სამი დღე გავიდა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მორიგი ისტორიული გამარჯვებიდან და ემოციები მაინც არ ცხრება. სოციალურ ქსელში დღემდე ვრცელდება გამარჯვების შემდგომი ემოციური კადრები, რაც მნახველს გულგრილს ვერ ტოვებს. ევროპის ჩემპიონატზე, ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველომ პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა. ამ შედეგით საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა მოიპოვა და მერვედფინალში გავიდა.
30 ივნისს, მერვედფინალში საქართველო ესპანეთს დაუპირისპირდება.ნაკრების წარმატებას დიდწილად მთავარ მწვრთნელს ვილი სანიოლს მიაწერენ.
"მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი ნაკრების მწვრთნელს, ვილი სანიოლს, გამორჩეულ ფეხბურთელს თავის დროზე, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს და დღეს არაჩვეულებრივ მწვრთნელს. ვინც ერკვევა ფეხბურთში, ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ მისი წვლილი ამ წარმატებაში არის გამორჩეული და განსაკუთრებული. მადლობა ჩვენს საამაყო მწვრთნელს ამისათვის" - თქვა გუშინ პრემიერმა პარლამენტის ტრიბუნიდან.
საინტერესო ფაქტები ვილი სანიოლიზე
ვილი სანიოლი 1977 წლის მარტში საფრანგეთში დაიბადა. თამაშობდა კლუბებში - სენტ-ეტიენში, მონაკოში, ბაიერნში და საფრანგეთის ნაკრებში. ის არის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი, ორი კონფედერაციის თასის და მრავალი სხვა თასის მფლობელი.
ვილი სანიოლის საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში, ჯამში, 58 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ის საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში იყო 2002-2006 წლებში ფიფას მსოფლიო ჩემპიონატზე, 2004-2008 წლებში კი, უეფას ევროპის ჩემპიონატზე.
სანიოლი საფრანგეთის ნაკრებში ასპარეზობდა 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში, როდესაც გუნდი იტალიასთან დამარცხდა.
აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ სანიოლი 2013-2014 წლებში საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებს წვრთნიდა. 2014-2016 წლებში ბორდოს ხელმძღვანელობდა, 2017 წლის ზაფხულში კი ბაიერნის საწვრთნელო შტაბს შეუერთდა. 2017 წლის 28 სექტემბერს დაინიშნა ბაიერნის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად. 2021 წლის თებერვალში კი საქართველოს ნაკრები ჩაიბარა.
ვილი სანიოლი დაოჯახებულია და ჰყავს ოთხი შვილი. იხილეთ სრულად