"გიორგის ირანში ფანების არმია ჰყავს" - ცნობილი ფეხბურთელისა და ბიზნესვუმენის "ლავსთორი": ინტერვიუ გველესიანის მეუღლესთან | Allnews.Ge

"გიორგის ირანში ფანების არმია ჰყავს" - ცნობილი ფეხბურთელისა და ბიზნესვუმენის "ლავსთორი": ინტერვიუ გველესიანის მეუღლესთან

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წარ­მა­ტე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი დღეს არა­ვის ჰბეზ­რდე­ბა. ქარ­თუ­ლი თუ უცხო­უ­რი მე­დია გა­დაჭ­რე­ლე­ბუ­ლია ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბით. ამ­ჯე­რად სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ერთ-ერთ წევ­რზე, გი­ორ­გი გვე­ლე­სი­ან­ზე ვი­სა­უბ­რებთ.

ირა­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბის "პერ­სე­პო­ლი­სის" წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში პირ­ვე­ლად რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­მო­ი­ძა­ხეს. გვე­ლე­სი­ანს ოც­ნე­ბა 32 წლის ასაკ­ში აუხ­და.

"ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ. ის ემო­ცია, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის მა­ი­სუ­რით თა­მაშს, ქო­მა­გე­ბის გამ­ხნე­ვე­ბას, ჰიმ­ნის მოს­მე­ნას მო­აქვს, სხვა ემო­ცი­ებ­თან და­უ­ვი­წყა­რი და შე­უ­და­რე­ბე­ლია. ამ მო­მენტს მთე­ლი ჩემი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­ლო­დე­ბო­დი. იმ 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­მე­ლიც სხვა ქვე­ყა­ნა­ში გა­ვა­ტა­რე, იქა­უ­რი ხალ­ხის დიდი სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ვის­ცე­მა მო­ვი­პო­ვე, რო­მე­ლიც ასე­ვე ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა, თუმ­ცა როცა ამას სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში სა­კუ­თარ ხალ­ხთან აღ­წევ, ნამ­დვი­ლად სხვა გრძნო­ბაა" - აღ­ნიშ­ნავს გი­ორ­გი გვე­ლე­სი­ა­ნი ერთ ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ხოლო თუ რო­გო­რია მე­უღ­ლის თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი ეს წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, ამის გა­სა­გე­ბად, AMBEBI.GE მის ასე­ვე წარ­მა­ტე­ბულ მე­უღ­ლეს ლინ­და კი­კო­ლაშ­ვილს გერ­მა­ნი­ა­ში და­უ­კავ­შირ­და:

- პორ­ტუ­გა­ლი­ას­თან თა­მა­შის შემ­დეგ ბი­ჭე­ბი ვნა­ხეთ და ზუს­ტად იგი­ვე გან­წყო­ბა­ზე არი­ან, რო­გორც 26-ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ურ­თუ­ლე­სი თა­მა­ში იქ­ნე­ბა, თა­ვი­სას შე­ეც­დე­ბი­ან... ჩვე­ნი გუნ­დი პირ­ვე­ლად აღ­მოჩ­ნდა იქ, სა­დაც ვართ და ისე­თე­ბი გა­ვა­კე­თეთ, მთე­ლი პრე­სა, ფეხ­ბურ­თის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი შოკ­ში არი­ან. ზო­გა­დად ემო­ცი­უ­რია ჩვე­ნი აქ, "ევ­რო­ზე" ყოფ­ნა... მე­სა­მე თა­მა­ში პორ­ტუ­გა­ლი­ას­თან გა­დამ­წყვე­ტი იყო და მხო­ლოდ მო­გე­ბის მო­ლო­დი­ნი გვქონ­და. გა­სა­ო­ცა­რი სა­ნა­ხა­ვი აღ­მოჩ­ნდა სტა­დი­ო­ნი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბით იყო სავ­სე. სა­ო­ცა­რი ემო­ცია მო­დი­ო­და. პირ­ვე­ლი­ვე წუ­თებ­ზე გა­მოჩ­ნდა ჩვე­ნი პო­ზი­ცი­ე­ბი, რაც "კვა­რას" გო­ლი­თაც და­დას­ტურ­და. რა­მაც და­მა­ტე­ბით დიდი სტი­მუ­ლი მოგ­ვცა. ამ თა­მაშ­ში თი­თო­ე­ულ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა კარ­გი მატ­ჩის­თვის ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა. კარგ იყო დაც­ვა, "მა­მარ­და", შე­ტე­ვა, - ყვე­ლა თა­ვის პო­ზი­ცი­ა­ზე თავ­და­უ­ზო­გა­ვად მუ­შა­ობ­და.

00e3e6ec-4e91-411f-bda9-122f5ff3b471-27612-1719641302.jpeg

- შემ­დეგ თა­მაშ­ზე, ეს­პა­ნეთ­თან რო­გო­რი მო­ლო­დი­ნი გაქვთ?

- ვი­ცით, რომ მომ­დევ­ნო მატ­ჩი კი­დევ უფრო რთულ მე­ტო­ქეს­თან გვაქვს, მაგ­რამ იმ­დე­ნად დიდი შე­მარ­თე­ბაა ბი­ჭებ­ში, ასე­ვე მათ მე­უღ­ლე­ებ­ში, რა გი­თხრათ. ყვე­ლა­ნი აქ ვართ, ძა­ლი­ან ვგულ­შე­მატ­კივ­რობთ და წარ­მა­ტე­ბის გვჯე­რა. ჩვენ­თვის გვაქვს და­დე­ბი­თი პროგ­ნო­ზე­ბი გა­კე­თე­ბუ­ლი, თუმ­ცა თა­მა­ში რო­გორც არ უნდა დას­რულ­დეს, თი­თო­ე­უ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი გმი­რი იქ­ნე­ბა, რად­გან უკვე შე­უძ­ლე­ბე­ლი შეძ­ლეს. იხილეთ სრულად