ვინ არის დედით პორტუგალიელი და მამით ქართველი ბიჭი, რომლის ვიდეო ინტერნეტს იპყრობს - ჩვენს ეროვნულ ნაკრებსა და "კვარაზე" შეყვარებული გიორგი ჩუბინიძის ისტორია
პორტუგალიასთან გამარჯვების ემოციები ალბათ კიდევ დიდხანს გაჰყვება ქართველ გულშემატკივარს. სოციალურ ქსელშიც ყოველი მომდევნო პოსტი სწორედ ფეხბურთს და 26 ივნისის გამარჯვებას ეხება.
ამჯერად ინტერნეტში ვრცელდება კადრები, რომელზეც დედით პორტუგალიელი და მამით ქართველი ბიჭი, გერმანიის სტადიონიდან საქართველოს გულშემატკივრობს და ეროვნულ ჰიმნს ქომაგებთან ერთად მღერის.
ეს ახალგაზრდა გიორგი ჩუბინიძეა. ისიც დამწყები ფეხბურთელია.
"გაორებაცაა და გაორებაც, მაგრამ, მან საქართველოს ნაკრები აირჩია! პორტუგალიასთან მატჩს 17 წლის გიორგი ჩუბინიძეც ესწრებოდა( Giorgi Goncalves Manuel Chubinidze)-დედით პორტუგალიელი და მამით ქართველი გიორგი ინგლისის პრემიერლიგის კლუბ, A.F.C. Bournemouth-ის U-18-ში და საქართველოს U-18-ში ასპარეზობს. გიორგი შემტევი ნახევარმცველია, 175 სმ, ბორნმუთის აკადემიის აღზრდილი, 4 წლიდან შეიყვანეს ფეხბურთზე.
მამა - თორნიკე საფეხბურთო მენეჯერია. 2022 წელს, გიორგი ინგლისის ასაკობრივ ნაკრებში გამოიძახეს, მაგრამ მისი ოცნება საქართველოს ნაკრებში თამაში ყოფილა.
"5 წლის იყო, როდესაც საქართველოს 5 ნომრიანი მაისური ჩავუტანე. მომიბრუნდა და მითხრა, ნუ გეშინია, გპირდები, რომ ერთ დღესაც, საქართველოს ნაკრებში ვითამაშებ”-ო, იხსენებდა ერთ-ერთ ინტერვიუში თორნიკე ჩუბინიძე მალე გვენახოს მთავარ ნაკრებში" - წერს მაკო თურქია, რომელიც გიორგი ჩუბინიძის ვიდეოს ავრცელებს. იხილეთ სრულად