აზიანებს თუ არა თმას ფენით გაშრობა? | Allnews.Ge

აზიანებს თუ არა თმას ფენით გაშრობა?

აზიანებს თმას ფენი?

კი - თმაზე ნებისმიერი ტიპის სითბური ზემოქმედება აზიანებს კუტიკულას, თმის დამცავ ფენას.

2011 წელს ჩატარებულმა კვლევამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვინც ფენს არ იყენებს, მას „თმის შედარებით კარგად დაცული ზედაპირი“ აქვს, ხოლო ფენის გამოყენება ზიანს აყენებს კუტიკულას.

სჯობს თმის ბუნებრივად გაშრობა?

თმისთვის ყველაზე ჯანსაღი იქნება ბუნებრივად გაშრობა.

მაგრამ სამეცნიერო კვლევამ აჩვენა გასაკვირი აღმოჩენა: მიუხედავად იმისა, რომ ფენი უფრო მეტ ზიანს აყენებს თმის ზედაპირს, ვიდრე ბუნებრივად გაშრობა, თმის საშრობის გამოყენება თავიდან 15 სმ-ით დაშორებით ნაკლებ ზიანს აყენებს თმას, ვიდრე ბუნებრივი გაშრობა.

და რადგან ზოგჯერ ფენი ნამდვილად საჭიროა, რადგან მას შეუძლია თმის გაშრობა ბევრად უფრო სწრაფად, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ როგორ გამოვიყენოთ მოწყობილობა გონივრულად

როგორ გამოვიყენოთ ფენი, ისე რომ თმა არ დაზიანდეს?ყოველთვის მოამზადეთ თმა სითბოს დამცავი სპრეის გამოყენებით.სანამ ფენს ჩართავთ, შეეცადეთ გაიმშრალოთ თმა მაქსიმალურად ან დაელოდეთ სანამ თმა ნახევრად გაშრება. პროცესის დასაჩქარებლად შეგიძლიათ შეიშროთ თმა მიკროფიბრის პირსახოცით.არ გამოიყენოთ ფენი უმაღლეს ტემპერატურაზეჯერ გაიშრეთ თავის უკანა მხარე და გვერდები და შემდეგ გადადით თხემის მიდამოზე და თავის წინა მხარეს. იხილეთ სრულად