ვინ არის თანამდებობის პირი, რომელიც 9 უძრავ ქონებას და ხელფასს მალავს? | Allnews.Ge

ვინ არის თანამდებობის პირი, რომელიც 9 უძრავ ქონებას და ხელფასს მალავს?

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსზე, ლია ბაკაშვილზე წერს, რომლის თანახმადაც მან 2024 წლის თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში საკუთარი უძრავი ქონება, ანაზღაურება და დედის უძრავი ქონება არ მიუთითა.

დარღვევა I: ლია ბაკაშვილი ფლობს ხუთ უძრავ ქონებას, რომელთაგან არცერთი არ არის მითითებული დეკლარაციაში:

სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფელი საქობო - 3388 კვ.მ. ნაკვეთი (თანასაკუთრება);სიღნაღის მუნიციპალიტეტი, წნორი - 674 კვ.მ. ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით (თანასაკუთრება);

სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფელი საქობო - 7001 კვ.მ. ნაკვეთი 649 კვ.მ. შენობა-ნაგებობებით (თანასაკუთრება);

სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფელი საქობო - 2622 კვ.მ. ნაკვეთი 441 კვ.მ. შენობა-ნაგებობებით (თანასაკუთრება);

სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფელი მაშნაარი - 4448 კვ. მ. ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით.

აღსანიშნავია, რომ ლია ბაკაშვილმა უძრავი ქონება არც წინა წელს დაადეკლარირა. იხილეთ სრულად

დარღვევა II: ლია ბაკაშვილმა დეკლარაციაში არ ასახა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მის მიერ წლის განმავლობაში მიღებული შრომის ანაზღაურება.ა