"ოცნებები ხდება... იმედია, თამაში ჩვენს სასიკეთოდ დასრულდება და მისი მაისურიც მე დამრჩება" - გადამწყვეტი მატჩის მოლოდინში: როგორია განწყობები ნაკრებში | Allnews.Ge

"ოცნებები ხდება... იმედია, თამაში ჩვენს სასიკეთოდ დასრულდება და მისი მაისურიც მე დამრჩება" - გადამწყვეტი მატჩის მოლოდინში: როგორია განწყობები ნაკრებში

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბუ­თო ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის დას­კვნით მატჩში პორ­ტუ­გა­ლი­ის ნაკ­რებს შეხ­ვდე­ბა.

მატ­ჩი გელ­ზენ­კირ­ხენ­ში თბი­ლი­სის დრო­ით 23:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.

ეროვ­ნულ­მა ნაკ­რებ­მა პორ­ტუ­გა­ლი­ას­თან შეხ­ვედ­რამ­დე ბოლო ვარ­ჯი­ში გა­მარ­თა.

25 ივ­ნისს, ვილი სა­ნი­ო­ლის გუნ­დმა ფელ­ბერ­ტის საწ­ვრთნელ ბა­ზა­ზე სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით ივარ­ჯი­შა.

საწ­ვრთნე­ლი პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე, გელ­ზენ­კირ­ხენ­ში, შეხ­ვედ­რის მას­პინ­ძელ სტა­დი­ონ­ზე, მატ­ჩის­წი­ნა პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­ი­მარ­თა, სა­დაც მე­დი­ის კი­თხვებს ნაკ­რე­ბის მთა­ვარ მწვრთნელ­თან, ვილი სა­ნი­ოლ­თან ერ­თად ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ უპა­სუ­ხა.

ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია (ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რი): "მაქ­სი­მა­ლუ­რად ვემ­ზა­დე­ბით და კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლე­ბი ვართ პორ­ტუ­გა­ლი­ას­თან თა­მა­შებ­ზე. გან­ვლილ მატ­ჩებ­ში მეტს ვიმ­სა­ხუ­რებ­დით, თუმ­ცა ეს ფეხ­ბურ­თია და უნდა ვი­ფიქ­როთ შემ­დეგ თა­მაშ­ზე.

ყო­ველ­თვის ვოც­ნე­ბობ­დი კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუს­თან თა­მაშ­ზე. მღელ­ვა­რე­ბას ნამ­დვი­ლად არ ვგრძნობ. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მის წი­ნა­აღ­მდეგ მო­მი­წევს თა­მა­ში და მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ვარ. ოც­ნე­ბე­ბი ხდე­ბა. იმე­დია, თა­მა­ში ჩვენს სა­სი­კე­თოდ დას­რულ­დე­ბა და მისი მა­ი­სუ­რიც მე დამ­რჩე­ბა.

რთუ­ლი თა­მა­ში გვე­ლის, მაგ­რამ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად და მო­ტი­ვა­ცი­ის მხრივ, ალ­ბათ, უკე­თეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ. მე­ტო­ქეს უკვე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი აქვს პლეი-ოფში გას­ვლის მი­ზა­ნი. ეს მატ­ჩი ჩვენ­თვის კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა იქ­ნე­ბა და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ წარ­მა­ტე­ბის­თვის. ბევ­რს არც სჯე­რო­და, რომ აქ ვიქ­ნე­ბო­დით, მაგ­რამ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ვართ და ჯგუ­ფი­დან გას­ვლა­ზე ვსა­უბ­რობთ. ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია და მი­ნი­მა­ლუ­რი შან­სიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ. მაქ­სი­მუ­მი უნდა გა­ვა­კე­თოთ, ყვე­ლა­ფე­რი ჩავ­დოთ ამ თა­მაშ­ში და ის­ტო­რი­ას კი­დევ ერთი ფურ­ცე­ლი მი­ვა­მა­ტოთ.

ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს სა­ხე­ლებს. გა­მოვ­დი­ვართ მო­სა­გე­ბად ყვე­ლა თა­მაშ­ზე. ვი­ცით ჩვე­ნი ამო­ცა­ნა და უნდა გა­ვა­კე­თოთ ყვე­ლა­ფე­რი წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი მო­ე­დან­ზე გა­მარ­ჯვე­ბის­თვის გავა. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ვინ ითა­მა­შებს პორ­ტუ­გა­ლი­ის ნაკ­რებ­ში“.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე პირ­ვე­ლი მატ­ჩი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა 18 ივ­ნისს, თურ­ქეთ­თან გა­მარ­თა და 1:3 და­მარ­ცხდა, ხოლო 22 ივ­ნისს გა­მარ­თულ მე­ო­რე მატჩში ჩე­ხე­თის ნაკ­რებ­თან შეხ­ვედ­რა ფრედ, 1:1 და­ას­რუ­ლა, შე­სა­ბა­მი­სად, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე პირ­ვე­ლი ქულა მო­ი­პო­ვა.

EURO 2024-ის მატ­ჩე­ბის ღია ჩვე­ნე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა ქა­ლაქ­ში დიდ ეკ­რა­ნებ­ზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი. თა­მაშს თბი­ლის­ში, მი­ხე­ილ მეს­ხის სტა­დი­ონ­ზე აჩ­ვე­ნე­ბენ.