"საბრძოლო განწყობაზეა, თავის შანსს ელოდება, რომ გამოადგეს ნაკრებს" - რა ამბობს ბუდუ ზივზივაძის მამა შვილსა და ინტერნეტვარსკვლავად ქცეულ შვილიშვილზე?
26 ივნისს, საქართველო ევროპის ჩემპიონატის მორიგი მატჩისთვის ემზადება.
ამოცანა მარტივი არ არის, ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი, პორტუგალია უნდა დაამარცხოს.
გულშემატკივრების მოლოდინი დიდია. საქართველო პირველად მონაწილეობს ევროპის ჩემპიონატზე, რაც ფანებისთვის უკვე გამარჯვების ფასია. "ჯვაროსნებმა“ საგულშემატკივროდ გერმანიაში ფანების არმია ამ დრომდე რჩება, ნაწილი კი 26 ივნისს შეუერთდება.
ამ დღეებში ხშირად ვკითხულობთ გულშემატკივართა უკმაყოფილო პოსტებს, რომლებიც ნაკრების მწვრთნელის, ვილი სანიოლის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილოები არიან. ისინი განაწყენებული არიან იმით, რომ ნაკრების ფავორიტი ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე მოედანზე არ ჩანს და სათადარიგო სკამზეა.
ბევრი მათგანი ამას ბუდუს ჩემპიონატის დაწყებამდე მიცემულ ინტერვიუს მიაწერს და მწვრთნელს ფეხბურთელის ხელოვნურად დაბლოკვაში ადანაშაულებს. თუმცა ამ დროისთვის ინტერვიუ სოციალური ქსელიდან აღებულია.
ფეხბურთელის მამა, კახა ზივზივაძე ოჯახთან ერთად გერმანიაში იმყოფება. სწორედ იქ დავუკავშირდით ბატონ კახას და მნიშვნელოვან თამაშამდე ერთი დღით ადრე რამდენიმე კითხვა დავუსვით
- ბატონო კახა, ბუდუს გამოყვანას მოედანზე მთელი საქართველო ელოდება. როგორ შეაფასებთ, მწვრთნელის გადაწყვეტილებას?
- ბუდუ მზადაა და ყოველ თამაშზე ელოდება, რომ გამოიყენებს სანიოლი. რა გითხრათ, ვერ ჩასვა ალბათ დაგეგმილ და წარმოდგენილ თამაშის სქემაში.
- როგორ განწყობაზეა ახლა, თუ ახერხებთ მასთან საუბარს?
- ძალიან იშვიათი კომუნიკაცია გვაქვს. არ ვუშლით ხელს. საბრძოლო განწყობაზეა, თავის შანს ელოდება, რომ გამოდგეს ნაკრებს. იხილეთ სრულად