რომელ ქვეყნებში ესხმიან თავს ყველაზე ხშირად ზვიგენები ტურისტებს - 2023 წლის რეიტინგი | Allnews.Ge

რომელ ქვეყნებში ესხმიან თავს ყველაზე ხშირად ზვიგენები ტურისტებს - 2023 წლის რეიტინგი

Daily Express-მა მონაცმეთა ბაზის, International Shark Attack File-ზე დაყრდნობით მსოფლიოს რვა ქვეყნის რეიტინგი შეადგინა, სადაც ზვიგენები ტურისტებს ყველაზე ხშირად ესხმიან თავს.

სტატისტიკა მხოლოდ ზვიგენის თავდასხმის არაპროვოცირებულ, ანუ იმ შემთხვევებს ასახავს, რომელიც ადამიანის მხრიდან არ ყოფილა პროვოცირებული, როგორიც არის, მაგალითად, ზვიგენის შეხების ან მისი გამოკვების მცდელობა.

ქვეყნები, სადაც ზვიგენი ყველაზე ხშირად ესხმის თავს ადამიანს:

აშშ

ქვეყანაში 2023 წელს ზვიგენის ყველაზე მეტი, ანუ 36 არაპროვოცირებული თავდასხმა დაფიქსირდა, რომელთაგან ორი ფატალურად დამთავრდა. ამ მხრივ ყველაზე მეტად დაზარალებული ფლორიდის შტატია, სადაც ქვეყნის მასშტაბით ზვიგენით დაკბენილ ადამიანთა საერთო რაოდენობის 44%-ია. თუნდაც მიმდინარე თვის დასაწყისში ფლორიდაში ორი სხვადასხვა ინციდენტის დროს ზვიგენები სამ მოცურავეს დაესხნენ თავს. თავდამსხმელების უმეტესობა ე.წ. ხარზვიგენა ან შავმჭრელა ზვიგენებია, რომლებსაც კვება, ძირითადად, ქვიშიანი მეჩეჩის სიახლოვეს მოსწონთ.

ავსტრალია

ქვეყანაში გასულ წელს ზვიგენის 15 არაპროვოცირებული თავდასხმა დაფიქსირდა, რომელთაგან ოთხი ფატალურად დასრულდა. ავსტრალიაში თავდასხმების უმეტესობა ხარზვიგენებს, ვეფხვის ზვიგენებს, ოკეანის გრძელფრთოსან და დიდ თეთრ ზვიგენებს უკავშირდება. ზვიგენების თავდასხმის ყველაზე ფატალური წელი 2020 წელი იყო, როცა ქვეყანაში ექვსი ადამიანი დაიღუპა. ტურისტებს ურჩევენ, ცურვას და სერფინგს შებინდებისას ან გამთენიისას მოერიდონ, როცა ზვიგენი ხედავს ადამიანს, მათ კი ადამიანი ვერ ხედავს. ავსტრალიის რამდენიმე პლაჟმა ზვიგენებთან საბრძოლველად ზომები მიიღო.

ახალი კალედონია

ბოლო წლებში წყნარი ოკეანის ამ ფრანგულ ტერიტორიაზე ზვიგენის თავდასხმები გახშირდა. 2023 წელს ქვეყანამ სამი არაპროვოცირებული თავდასხმა განიცადა, რომელთაგან ერთი ფატალური იყო. ახალმა კალედონიამ ზვიგენის თავდასხმის უპრეცედენტო რაოდენობის შემდეგ შარშან დედაქალაქში ცურვაც კი აკრძალა.

ბრაზილია

2023 წელს ქვეყანაში ზვიგენის სამი არაპროვოცირებული თავდასხმა მოხდა. ფატალური არცერთი მათგანი ყოფილა. ქვეყნის წყლებში სამი ყველაზე საშიში, კერძოდ, ვეფხვის, ხარისა და დიდი თეთრი ზვიგენი ბინადრობს.

ეგვიპტე

ეს დაივინგისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ადგილია, ხოლო ერთ-ერთი საშიში მტაცებელი სახეობა ვეფხვის ზვიგენია, რომელიც ჩრდილოეთ აფრიკის ამ ქვეყნის წყლებში მომრავლებულია. 2023 წელს ეგვიპტეში ზვიგენის ორი არაპროვოცირებული თავდასხმა მოხდა, რომელთაგან ერთი ფატალურად დასრულდა. იხილეთ სრულად