ვინ არიან საქართველოს, პორტუგალიის, ჩეხეთისა და თურქეთის ყველაზე ძვირადღირებული მეკარეები
22 ივნისს ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, F ჯგუფში ერთმანეთს საქართველოს და ჩეხეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩი 1:1 დასრულდა.
თამაშის საუკეთესო მოთამაშედ მეკარე გიორგი მამარდაშვილი დასახელდა. Opta-ს ინფორმაციით, მამარდაშვილმა ჩეხეთთან მატჩში 11 მოგერიება შეასრულა.
აღსანიშნავია ისიც, რომ 26 ივნისს ერთმანეთს საქართველოსა და პორტუგალიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
Transfermarkt-ის მონაცემების თანახმად, ჩამოთვლილთაგან ყველაზე ძვირადღირებული მეკარე პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს ჰყავს. დიეგო კოსტას ღირებულება 40 მლნ ევროს შეადგენს.
მეორე ადგილზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილია. Transfermarkt-ის მონაცემებით, მისი სატრანსფერო ღირებულება 35 მლნ ევროა.
მესამე ადგილზეა თურქეი ალთაი ბაინდირი, რომლის ღირებულებაც 10 მლნ ევროს შეადგენს. მეოთხე ადგილს კი იკავებს ჩეხეთის ნაკრების მეკარე მატეი კოვარი 7 მლნ ევროთი.