რა დაავადებაა ყივანახველა და რატომ ითვლება საშიშ ინფექციად, რის გამოც აცრების ეროვნულ კალენდარშია შეტანილი | Allnews.Ge

რა დაავადებაა ყივანახველა და რატომ ითვლება საშიშ ინფექციად, რის გამოც აცრების ეროვნულ კალენდარშია შეტანილი

საქართველოში მკვთრადაა მომატებული ყივანა ხველის შემთხვევები. გასულ წელს თუ ყივანახველას სულ 117 შემთხვევა გვქონდა, წელს 5 თვეში უკვე 687 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფექციის მატების ერთ-ერთ მიზეზად ჩავარდნილი ვაქცინაცია სახელდება - პანდემიის პერიოდში ძალიან ბევრმა მშობელმა გადაწყვიტა ვაქცინაციისაგან თავი შეეკავებინა და ეს განწყობა პანდემიის შემდეგაც გრძელდება. არადა ყივანა ხველა მრავალი წელია პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარშია შეტანილი და ბავშვებს 2,3,4 და 18 თვის ასაკში უტარდებათ.

რას წარმოადგენს ეს დაავადება და გარტულებების რა რისკები ახლავს ისეთი, რის გამოც აცრების ეროვნულ კალენდარში მოხვდა.

ყივანახველამწვავე ვირუსული ინფექციაა, ინფექციის წყაროა ავადმყოფი. იგი განსაკუთრებით გადამდებია დაავადების საწყის პერიოდში, შემდეგ - უფრო და უფრო ნაკლებად, ხოლო 4-5 კვირის შემდეგ - სრულიად აღარ. ინფექცია გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით, უშუალო კონტაქტის დროს. ავადდებანებისმიერი ასაკის ადამიანი, ახალშობილიც კი.

სიმპტომები და მიმდინარეობა

საინკუბაციო პერიოდი 2-14 დღეა. დაავადება მიმდინარეობს 3 სტადიად და, ჩვეულებრივ, 6-8 კვირა გრძელდება.

I. საწყისი, კატარული სტადია 1-2 კვირას გასტანს. იწყება სუბფებრილური ცხელებით, მშრალი ხველითა და სხვა კატარული მოვლენებით. ამ პერიოდში ყივანახველის დიაგნოსტირება ვერ ხერხდება.

II. სპაზმური ხველის სტადიაში (2-4 კვირა) ხველის შეტევები ძლიერდება და ხშირდება. შეტევის დროს ავადმყოფს უჭირს ჩასუნთქვა. როცა ჩასუნთქვის საშუალება მიეცემა, ჰაერი სტვენით ჩადის შეკუმშულ ყიაში, რაც წამოყივლების შთაბეჭდილებას ახდენს. ზოგჯერ შეინიშნება სუნთქვის გაჩერება - აპნოე. ამგვარი შეტევა რამდენჯერმე მეორდება, სანამ ავადმყოფი სქელ, წებოვან ნახველს არ ამოიღებს. ამ სპაზმურ ხველას და ნახველის ამოღებას თან სდევს ღებინება, ზოგჯერ - უნებლიე შარდვა და დეფეკაცია, შესაძლოა განვითარდეს კრუნჩხვაც. ხველის დროს ავადმყოფი წამოწითლდება, შეტევის დასრულებისას კი ფითრდება. შეტევის დროს გადმოგდებული აქვს ენა, სდის ცრემლი. შეტევები უმეტესად ღამის საათებში ვითარდება. რაც უფრო ხშირია სპაზმური ხველის შეტევები, მით უფრო მძიმეა საერთო მდგომარეობა. გამოხატულია ციანოზი. ბავშვები ამჟღავნებენ მოუსვენრობას, შფოთვას. შესაძლოა, სკლერებზე გაჩნდეს სისხლჩაქცევები. შეტევებს შორის საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სისხლის საერთო ანალიზი ავლენს ლეიკოციტოზს, ლიმფოციტოზს.

III. დაავადების უკუგანვითარების პერიოდი გრძელდება დაახლოებით ერთი თვე. საერთო მდგომარეობა უმჯობესდება. სპაზმური ხველის შეტევები თანდათანობით მცირდება.

გართულებაგართულებებიდან აღსანიშნავია პნევმონია, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა, სისხლჩაქცევა, ახალშობილებში ხშირია სუნთქვია შეჩერების ეპიზოდები (აპნოე) ჭიპისა და საზარდულის თიაქარი. იხილეთ სრულად