რა ღირს საათი Custom Rolex Daytona, რომელიც Designa Individual-მა ექსკლუზიურად კახა კალაძისთვის შექმნა?
კონცეპტუალურმა საწარმომ Designa Individual-მა თბილისის მერის, კახა კალაძისთვის Rolex Daytona-ს ექსკლუზიური მოდელი შექმნა.
როგორც Designa Individual თავის ვებ გვერდზე წერს, მათ წითელი კვარცის ბოჭკოებისგან დაამზადეს 41 მმ დიამეტრის Daytona-ს კორპუსი. (ბოჭკოვანი კვარცი არის მასალა, რომელიც ნახშირბადის ბოჭკოსთან მსგავსების გამო ხშირად გამოიყენება მაღალი კლასის სპორტულ საათებში. ის უაღრესად მსუბუქი და გამძლეა).
კოლექციისთვის სულ 17 ერთეული საათი დამზადდა, თითოეულის ფასი კი 62,490 ევროს შეადგენს.
“კახამ მოითხოვა, რომ საათი ასახავდეს მის ცხოვრებაში მიღწეულ უმაღლეს ეტაპს - ჩემპიონთა ლიგის მოგებას. ამავე დროს მან საათის მთავარ ფერად წითელი აირჩია. როგორც ერთგვარი კავშირი მისი ქვეყნის დროშასთან, საქართველოსთან და ასევე მილანის საფეხბურთო გუნდის საშინაო ფერებთან.
მდიდრული წითელი ფერი, რომელიც შერწყმულია თეთრ ზოლებთან ქმნის გასაოცარ ვიზუალს. იხილეთ სრულად