უშეღავათო ბრძოლა, ჩვენი ბიჭების თავგანწირული თამაში, მარცხი, თუმცა ღირსეული დებიუტი - ევროპის ჩემპიონატზე თურქეთთან მატჩი ჩვენმა გუნდმა წააგო
გერმანიაში, დორტმუნდში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი, ისტორიული მატჩი გამართა.
ჩვენი გუნდი თურქეთს დაუპირისპირდა. მატჩი საბოლოოდ თურქების გამარჯვებით, ანგარიშით 3-1 დასრულდა.
ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ასეთი იყო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, დვალი, წიტაიშვილი, მექვაბიშვილი, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე. გუნდის მთავარი მწვრთნელი - ვილი სანიოლი.ემოციური იყო მატჩის დასაწყისი და ჰიმნი, რომელსაც ფეხბურთელები გულშემატკივართან ერთად მღეროდნენ.პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. უფრო მეტს თურქები უტევდნენ, თუმცა არაერთი შანსი ჰქონდა საქართველოს ნაკრებსაც. 26-ე წუთზე თურქებმა უპირატესობა გოლად აქციეს. მალევე მეორე გოლიც გაიტანეს, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო გოლი არ ჩაითვალა.
-0:09 საქართველომ 33-ე წუთზე თურქეთს გაუთანაბრა და ევროპის ჩემპიონატზე პირველი, ისტორიული გოლი გაიტანა. პირველი ტაიმი ფრე - 1-1 დასრულდა.
მეორე ტაიმის საწყისი ეტაპიდანვე საქართველოს ნაკრები საკმაოდ მწვავედ უტევდა, თუმცა მოპოვებული უპირატესობა გოლად არ გარდასახულა. სამაგიეროდ, matCis 66-ე წუტზე არდა გიულერმა გოლი გაიტანა და თავისი გუნდი დააწინაურა.
მთელი მატჩის განმავლობაში უშეღავათო ბრძოლა იყო. ჩვენმა ფეხბურთელებმა თავდადება და თავგანწირული თამაში აჩვენეს, თუმცა ყველაფერს უიღბლობაც დაემატა. განსაკუთრებით დაძაბული მატჩის ბოლო წუთები იყო, როცა ჩვენმა გუნდმა შტურმი მოაწყო მეტოქის კართან, თუმცა გოლი არ გასულა. თურქეთის ნაკრების საჯარიმოში იყო ჩვენი მეკარე მამარდაშვილიც, რა დროსაც თურქები კონტრშეტევაზე წამოვიდნენ და ჩვენს კარში მესამე გოლის გატანა აღარ გასჭირვებიათ.