მოსალოდნელი ქარიშხლის გამო, დორტმუნდში გულშემატკივართა ზონებს დახურავენ - უბილეთო გულშემატკივარს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ | Allnews.Ge

მოსალოდნელი ქარიშხლის გამო, დორტმუნდში გულშემატკივართა ზონებს დახურავენ - უბილეთო გულშემატკივარს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, დღეს, სა­ქარ­თვე­ლო-თურ­ქე­თის მატ­ჩის პა­რა­ლე­ლუ­რად, მო­სა­ლოდ­ნე­ლი ქა­რიშ­ხლის გამო, დორ­ტმუნ­დის ცენ­ტრში და ქა­ლა­ქის პარკში გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა ზო­ნე­ბი და­ი­ხუ­რე­ბა. რო­გორც AP წერს. ამის შე­სა­ხებ ქა­ლა­ქის ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს.

გერ­მა­ნი­ის მე­ტე­ო­რო­ლო­გი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა გა­აფრ­თხი­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­სავ­ლეთ და ცენ­ტრა­ლურ გერ­მა­ნი­ა­ში ამინ­დის გა­უ­ა­რე­სე­ბის შე­სა­ხებ. ამინ­დის გა­უ­ა­რე­სე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლია ასე­ვე ევრო 2024-ის მას­პინ­ძელ სხვა ქა­ლა­ქებ­შიც, მათ შო­რის, კი­ოლნში, დი­უ­სელ­დორფში და გელ­ზენ­კირ­ხენ­ში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ ქა­ლა­ქებ­შიც მი­ი­ღეს გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა ზო­ნე­ბის და­ხურ­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.რო­გორც ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი აცხა­დე­ბენ, და­ხუ­რუ­ლი იქ­ნე­ბა ის ად­გი­ლე­ბი, სა­დაც და­გეგ­მი­ლი იყო დიდ ეკ­რან­ზე ფეხ­ბურ­თის მატ­ჩის ჩვე­ნე­ბა გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის. ისი­ნი ქო­მა­გებს, რომ­ლებ­საც ბი­ლე­თე­ბი არ აქვთ, სახ­ლში დარ­ჩე­ნის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ.

ცნო­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­სა და თურ­ქეთს შო­რის მატ­ჩი ჩვე­ნი დრო­ით 20:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.