ვინ განსჯის თურქეთ-საქართველოს მატჩს? - მსაჯი, რომელმაც ერთ მატჩში 10 ფეხბურთელი გააძევა...
როგორც ცნობილი გახდა, თურქეთ-საქართველოს მატჩს მოემსახურება არგენტინელ მსაჯთა ბრიგადა, რაც ორ კონფედერაციას (უეფა, კონმებოლ) შორის თანამშრომლობის ნაყოფია. ეს ერთადერთი ჯგუფია სამხრეთ ამერიკიდან, რომელიც ამ ევროპის ჩემპიონატზე იმუშავებს.
რაც შეეხება თურქეთ-საქართველოს მატჩის არბიტრს, ეს არის ფაკუნდო ტელიო.
ის 1982 წლის 4 მაისს ბუენოს-აირესის გარეუბან ბაია ბლანკაში დაიბადა.
2018 წელს პირველად იმსაჯა "სუპერკლასიკო" "ბოკა ხუნიორსსა" და "რივერ პლეიტს" შორის.
2019 წელს გახდა ფიფა-ს არბიტრი. უკვე აქვს სხვა კონფედერაციაში მუშაობის გამოცდილება - 2021 წელს მიწვეული იყო არაბული სახელმწიფოების თასის გათამაშებაში, სადაც მაროკო-იორდანიის მატჩს გაუძღვა.
ტელიო 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მთავარი მსაჯის რანგში 3 მატჩს მოემსახურა.
ყველაზე მეტად კი იმით გაითქვა სახელი, რომ "ბოკა ხუნიორსისა" და "რასინგის" მატჩში... 10(!) ფეხბურთელი გააძევა მოედნიდან...