100 საუკეთესოს შორის ქართული სამზარეულო 26-ე ადგილზეა - რომელი ქვეყანა უსწრებს რეგიონში საქართველოს
Tasteatlas-ის მსოფლიოში 100 საუკეთესო სამზარეულოს 2023-2024 წლების რეიტინგში საქართველო 26-ე ადგილს იკავებს. Tasteatlas-ი წერს, რომ ქართული სამზარეულო ცნობილია შემდეგი კერძებით: აჭარული ხაჭაპური, ხინკალი, ლობიო, იმერული ხაჭაპური, ხარჩო, მწვადი, ქათამი კეცზე, ჩურჩხელა, კუპატი, აჯიკა, ლობიანი და ა.შ.
აღსანიშნავია ისიც, რომ საუკეთესო სამზარეულოების რეიტინგში საქართველოს რეგიონში თურქეთი უსწრებს. კერძოდ, თურქული სამზარეულომ მე-15 ადგილი დაიკავა.
რეგიონის ქვეყნების სარეიტინგო ადგილები ასეთია:
- თურქეთი - მე-15 ადგილი
- რუსეთი 41-ე ადგილი
- სომხეთი 69-ე ადგილი
- აზერბაიჯანი 77-ე ადგილი
აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიოში საუკეთესოდ იტალიური სამზარეულო დასახელდა. იტალიას რეიტინგში მოსდევს იაპონია და საბერძნეთი. იხილეთ სრულად