როგორი ამინდია მოსალოდნელი ივნისის მეორე ნახევარში და როგორია 2024 წლის ზაფხულის ზოგადი პროგნოზი - ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტოდან
ივნისში როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, თვის საშუალო ტემპერატურა კლიმატურ ნორმაზე 1-2 გრადუსით მაღალია მოსალოდნელი. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ გვითხრა:
"დასავლეთ საქართველოში ივნისის თვეში ჰაერის ტემპერატურა კლიმატურ ნორმაზე 1-2 გრადუსით მაღალია მოსალოდნელი. ნალექები კი კლიმატურ ნორმაზე მეტი და მასთან ახლოს. აღმოსავლეთ საქართველოშიც თვის საშუალო ტემპერატურა კლიმატურ ნორმაზე 1-2 გრადუსით მაღალია ნავარაუდევი, ნალექები მეტი და მასთან ახლოს. ცალკეულ დღეებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში ტემპერატურამ შეიძლება +38 გრადუსამდე მოიმატეს, მთაში +35, მაღალ მთაში +31 გრადუსამდე. აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც ცალკეულ დღეებში შესაძლოა, ტემპერატურამ +38 გრადუსამდე გაიზარდოს, მთაში +34, მაღალ მთაში კი +30 გრადუსამდე." - გვითხრა სვეტლანა ნიორაძემ.
ასევე, შევამოწმეთ გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდიც, სადაც ზაფხულის ზოგადი პროგნოზიცაა გამოქვეყნებული:
"სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების კლიმატური პროგნოზის ფორუმზე (SEECOF-31) საქართველოს ტერიტორიისთვის 2024 წლის ზაფხულის სეზონის კლიმატური პროგნოზი მომზადდა, რომელიც დინამიური და სტატისტიკური მოდელირების შედეგებს და ოკეანესა და ატმოსფეროში მიმდინარე პროცესების ურთიერთკავშირებს ეფუძნება. იხილეთ სრულად