"შემთხვევით გავიგეთ, რომ ირაკლი კობახიძე და "ქართული ოცნების" წევრები იღებენ მონაწილეობას და გავგიჟდით" - "სალიო" ბერლინში დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობაზე უარს ამბობს
მომღერალი სალომე კორკოტაშვილი ("სალიო") 21 ივნისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, გერმანიაში საქართველოს საელჩოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარს ამბობს. ამის შესახებ მომღერალმა "რადიო თავისუფლებას" განუცხადა.
მისივე თქმით, მან ბენდთან ერთად ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გაიგო, რომ ამ ღონისძიებაში მონაწილეობას აპირებდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და "ქართული ოცნების" სხვა წევრები.
"გუშინ რეპეტიცია გვქონდა და ძალიან შემთხვევით გავიგეთ, რომ ირაკლი კობახიძე და "ქართული ოცნების" წევრები იღებენ მონაწილეობას და გავგიჟდით. ჩვენთვის მიუღებელია მათთან ერთად სცენის გაზიარება.
რაც ხდება დღეს, როგორც იქცევიან, გამორიცხულია მათთან ერთად იმავე სცენაზე დგომა და გავაუქმეთ ეს კონცერტი.
გულწრფელი პროტესტის გამო - ხალხს იჭერენ, ურეკავენ, აშანტაჟებენ და ჩვენ აღარ მივდივართ. ბილეთებიც გვქონდა, ყველაფერი, მაგრამ მთელმა ბენდმა მივიღეთ ეს გადაწყვეტილება", - აცხადებს "სალიო".