"მე და ჩემი ცოლი ბევრჯერ ავირიეთ, ახლა საბოლოოდ... რაც შეეხება შვილებს, გოგო ევროპაში სწავლობდა, ბიჭმა სკოლა ახლა დაამთავრა" - ლევან ყოჩიაშვილი ოჯახსა და შემოქმედებითი პაუზაზე | Allnews.Ge

"მე და ჩემი ცოლი ბევრჯერ ავირიეთ, ახლა საბოლოოდ... რაც შეეხება შვილებს, გოგო ევროპაში სწავლობდა, ბიჭმა სკოლა ახლა დაამთავრა" - ლევან ყოჩიაშვილი ოჯახსა და შემოქმედებითი პაუზაზე

ცნო­ბი­ლი სე­რი­ა­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბით, ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი გახ­და. 12 წე­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ყუ­რებ­ლის საყ­ვა­რე­ლი პერ­სო­ნა­ჟი აღ­მოჩ­ნდა. მთა­ვა­რი გმი­რია და სე­რი­ალს სწო­რედ მისი ფრა­ზა - "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" ჰქვია... ლე­ვან ყო­ჩი­აშ­ვილს, იგი­ვე და­თოს, "და­ქა­ლებ­ში" სხვა მსა­ხი­ო­ბებ­თან ერ­თად, ტე­ლე­ეკ­რან­ზე გა­მო­ჩე­ნა და საყ­ვა­რე­ლი რო­ლის თა­მა­ში დრო­ე­ბით აღარ უწევს. ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო, ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლამ" "და­ქა­ლებ­თან" ერ­თად, რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტი და­ხუ­რა, თუ შე­ა­ჩე­რა.

შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პა­უ­ზის დროს რაზე და­ფიქ­რდა მსა­ხი­ო­ბი და რა რო­გორ გა­და­ა­ფა­სა, ამა­ზე AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ლე­ვან ყო­ჩი­აშ­ვი­ლი ისა­უბ­რებს:

- როცა უკვე სე­რი­ა­ლი "წა­ვი­და", სე­ზო­ნე­ბი და­ე­მა­ტა და წლე­ბი გა­ვი­და. სცე­ნა­რი ყო­ველ­თვის ისე­თი მოქ­ნი­ლი იყო (ქეთი დევ­და­რი­ა­ნი სულ ახალ თავ­გა­და­სავ­ლებს გვთა­ვა­ზობ­და), მო­დუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც არ გვქონ­და და მუდ­მი­ვად სა­ინ­ტე­რე­სო იყო. ამ­ბე­ბი იც­ვლე­ბო­და. ამას­თან მა­ყუ­რებ­ლის დიდი გულ­შე­მატ­კივ­რო­ბა, მხარ­და­ჭე­რა, მათი მო­ლო­დი­ნი ჩვენ­ზე მოქ­მე­დებ­და. ძა­ლას გვაძ­ლევ­და, რაც შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე ცხა­დია, აი­სა­ხე­ბო­და. ამის ფონ­ზე პრო­ექ­ტი სა­ხალ­ხოდ იქცა. ჩვენც მივ­ყვე­ბო­დით იმ შე­თან­ხმე­ბას, რომ ყო­ფი­ლი­ყო გა­სა­გე­ბი, ში­ნა­უ­რუ­ლი, ბუ­ნებ­რი­ვის გარ­და სა­ნა­ხა­ობ­რი­ვი. ადა­მი­ა­ნებს მისი ყუ­რე­ბის სურ­ვი­ლი უნდა ჰქო­ნო­და, რაც ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ხერ­ხდა. 19 სე­ზო­ნი და 12 წელი სე­რი­ა­ლის­თვის დიდი დროა.

1a3f5920-bf97-4c97-b6fd-0fcc4ae7c51c-29333-1718432315.jpeg

- ახლა პრო­ექტს რა ად­გი­ლი უკა­ვია თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- ასე იყო სულ - ცხოვ­რე­ბა­ში რა­ი­მე ეპი­ზო­დი თუ სი­ტუ­ა­ცია მო­მე­წო­ნე­ბო­და, ვფიქ­რობ­დი, სე­რი­ალ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას ის რო­გორ გა­მო­მად­გე­ბო­და. სე­რი­ალ­მა ბევ­რი დრო წა­ი­ღო, ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა მო­იც­ვა, ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლი გახ­და. ამა­სო­ბა­ში და­ი­ზარ­დნენ ჩვე­ნი თუ სხვი­სი შვი­ლე­ბიც... მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, ყო­ველ გა­და­ღე­ბა­ზე მა­ინც ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, მა­ნამ­დე სცე­ნარს ვე­ლო­დე­ბო­დი, რომ წა­მე­კი­თხა. ამას­თან, სე­რი­ალ­ზე არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მსა­ხი­ო­ბე­ბი მუ­შა­ობ­დნენ, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთ­თან თა­ვი­დან­ვე შე­თა­მაშ­დნენ. ანა ტყე­ბუ­ჩა­ვა­ზე აღა­რა­ფერს ვამ­ბობ, მარ­თლაც ერ­თმა­ნე­თის ნა­წი­ლე­ბად ვი­ქე­ცით. როცა რა­ღაც ამ­დენ ხანს ასე გრძელ­დე­ბა და ორი­ვე მხა­რე ერ­თმა­ნე­თის­თვის არ არის, არა­ფე­რი გა­მო­ვა. ჩვენ ერ­თმა­ნეთს არ შე­ვეჩ­ვი­ეთ, არც გავ­თა­მამ­დით და არც სე­რი­ა­ლის პო­პუ­ლა­რო­ბამ არ მოგ­ვა­დუ­ნა.

- ისე მოხ­და, რომ თქვე­ნი პერ­სო­ნა­ჟის სა­ხე­ლით ახლა მეც კი მოგ­მარ­თეთ...

- მა­გას ვე­რა­ფერს ვუ­ზამთ. ძა­ლი­ა­ნაც მი­ხა­რია. ასე რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, სა­წყე­ნი ეს იქ­ნე­ბო­და. ეს სე­რი­ა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ოჯა­ხებ­ში ისე შე­ვი­და, იმ­დე­ნად გულ­თან მი­ი­ტა­ნეს, რომ ბევ­რს ნამ­დვი­ლი ეგო­ნა. ერ­თმა მკი­თხა, სა­და­უ­რი გო­ცი­რი­ძე­ე­ბი ხარ­თო? მას ასე სჯე­რა და რა უნდა უპა­სუ­ხო?! კბი­ლის ექი­მის ის­ტო­რი­ის დროს ერთი ამ­ბა­ვი ატყდა, მაგ­რამ სე­რი­ა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გუ­ლებ­სა და სუ­ლებ­ში შე­ვი­და და გულ­შე­მატ­კივ­რო­ბაც ეს არის. იხილეთ სრულად

myquiz