"უკვე მესამედ მომწამლეს, აშკარად ვერ ვარ ფრთხილი..." - რას ამბობს მამუკა მამულაშვილი მოწამვლის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა? | Allnews.Ge

"უკვე მესამედ მომწამლეს, აშკარად ვერ ვარ ფრთხილი..." - რას ამბობს მამუკა მამულაშვილი მოწამვლის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკ­რა­ი­ნა­ში "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის" მე­თა­უ­რი მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი მო­წამ­ლეს. მომ­ხდარ­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ცნო­ბე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნეს მა­მუ­ლაშ­ვი­ლის თა­ნა­მებ­რძო­ლებ­მა. მათი თქმით, მა­მუ­ლაშ­ვი­ლის ორ­გა­ნიზ­მში აღ­მო­ჩე­ნი­ლია ტოქ­სი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი - და­რიშ­ხა­ნი, ვერ­ცხლის­წყა­ლი და კალა.

რო­გორც ირ­კვე­ვა, "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ მე­თა­ურ­მა ტოქ­სი­კო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი გერ­მა­ნუ­ლი კლი­ნი­კის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან მი­ი­ღო. უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო პრო­კუ­რა­ტუ­რამ და უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რებ­მა გა­მო­ძი­ე­ბა უკვე და­ი­წყეს. რო­გო­რია ახლა ლე­გი­ო­ნის მე­თა­უ­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, საბ­რძო­ლო გან­წყო­ბა და რას ფიქ­რობს მომ­ხდარ­ზე? - ამის შე­სა­ხებ მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი თვი­თონ გვი­ამ­ბობს:

- ხელ­წე­რა რუ­სუ­ლია, თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლოს სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი­და­ნაც არა­ერ­თხელ მო­მიგ­ზავ­ნეს ადა­მი­ა­ნი, ვის შე­სა­ხე­ბაც მქონ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ჩემი ლიკ­ვი­და­ცი­ის­თვის იყო უკ­რა­ი­ნა­ში ჩა­მო­სუ­ლი.

- რო­დე­საც ასეთ ინ­ფორ­მა­ცი­ას იღებთ, მოგ­ზავ­ნი­ლი მკვლე­ლის შე­სა­ხებ, რო­გორ მოქ­მე­დებთ?

- მე არა­ნა­ირ არ ვმოქ­მე­დებ, ეს უკ­რა­ი­ნის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის საქ­მეა. მე არც კი მა­ინ­ტე­რე­სებს მათი ბედი.

- რო­დის და რა ვი­თა­რე­ბა­ში მო­ი­წამ­ლეთ?

- რო­გორც ექი­მებ­მა მი­თხრეს, ჩემს ორ­გა­ნიზ­მში სა­წამ­ლა­ვი, სა­ვა­რა­უ­დოდ 4-5 თვის წინ მოხ­ვდა. საკ­ვებ­ში იყო რა­ი­მე შე­რე­უ­ლი თუ სას­მელ­ში, ეს აღარ ვიცი.

- საკ­ვე­ბის და სას­მე­ლი წყლის მი­ღე­ბის დროს სიფრ­თხი­ლეს არ იჩენთ?

- უკვე მე­სა­მედ მომ­წამ­ლეს, აშ­კა­რად ვერ ვარ ფრთხი­ლი ან კი ჩემს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­მა კაც­მა, რო­გორ უნდა გა­მო­ი­ჩი­ნოს სიფრ­თხი­ლე? ხან რა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მი­წევს კვე­ბა და ხან რა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში... რო­გორც ჩანს, ადა­მი­ა­ნი ან ადა­მი­ან­თა ჯგუ­ფი ჩემ­თან ფი­ზი­კუ­რად ახ­ლოს იყ­ვნენ და ამით ისარ­გებ­ლეს. მე ეჭვი იმ ქარ­თვე­ლებ­ზე უფრო მაქვს, ვინც უკ­რა­ი­ნა­ში ვი­თომ სა­ომ­რად ჩა­მო­დი­ან და "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ რი­გებ­ში ეწე­რე­ბი­ან. მა­გათ უფრო აქვთ ჩემ­თან ახ­ლოს ყოფ­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ვიდ­რე რუ­სებს....

- პირ­ვე­ლი ორი შემ­თხვე­ვა რო­დის იყო?

- პირ­ვე­ლად 2017 წელს, მა­ში­ნაც და­რიშ­ხა­ნით მომ­წამ­ლეს, მუც­ლის ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლი, ინ­ტოქ­სი­კა­ცია მქონ­და და ექი­მე­ბი მა­ლე­ვე მიხ­ვდნენ, რა სა­წამ­ლა­ვიც შე­იძ­ლე­ბა მოხ­ვედ­რი­ლი­ყო ჩემს ორ­გა­ნიზ­მში. მე­ო­რე შემ­თხვე­ვა 2018 წელს იყო, მაგ­რამ ვერ გა­არ­კვი­ეს რა ნივ­თი­ე­რე­ბით ვი­ყა­ვი მო­წამ­ლუ­ლი. ამ­ჯე­რად ნაწ­ლა­ვე­ბის ან­თე­ბა და­მე­მარ­თა, რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბით მიმ­კურ­ნა­ლეს, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე დღე­ში ან­თე­ბა ისევ გან­მე­ორ­და და ექი­მებ­მა ტოქ­სი­კო­ლო­გი­უ­რი ანა­ლი­ზე­ბის გა­კე­თე­ბა მირ­ჩი­ეს. ასეთ კვლე­ვებს უკ­რა­ი­ნა­ში არ აკე­თე­ბენ, ანა­ლი­ზე­ბი გერ­მა­ნი­ა­ში გა­ვაგ­ზავ­ნეთ და გა­ირ­კვა, რომ ისევ და­რიშ­ხა­ნით ვი­ყა­ვი მო­წამ­ლუ­ლი.

- ახლა რო­გო­რია თქვე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა?

- ნაწ­ლა­ვე­ბი და ღვიძ­ლი მაქვს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ არა უშავს, ეს ყვე­ლა­ფე­რი მკურ­ნა­ლო­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა, საბ­რძო­ლო გან­წყო­ბას, რუ­სებ­თან ბრძო­ლის გან­წყო­ბა­ზე სულ ვარ, უბ­რა­ლოდ ამ ეტაპ­ზე საბ­რძო­ლო ოპე­რა­ცი­ებ­ში ვერ ვმო­ნა­წი­ლე­ობ, მხო­ლოდ და­გეგ­მა­რე­ბა­ში ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. იხილეთ სრულად