იცოდით, სად უნდა ჩააბაროთ მეორეული ტანსაცმელი, რომელიც აღარ გჭირდებათ?
ჩვენ ყველას გვაქვს ნივთები, რომელთა ტარება აღარ გვინდა ან არ შეგვიძლია. მაგრამ სად უნდა წაიღოთ ძველი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი? უმარტივესი და ერთი შეხედვით თვალსაჩინო ვარიანტი მისი სანაგვეში გადაგდებაა. მაგრამ ამ მეთოდს აქვს მთელი რიგი უარყოფითი მხარეები. პირველი ის არის, რომ ნაგავში გადაყრილი ნივთი ნამდვილად არავის გამოადგება. მეორე ასპექტი არის ის, რომ ნივთების სანაგვეში გადაყრით თქვენ ხელს უწყობთ პლანეტის დაბინძურებას.
ძველი ტანსაცმლის მეორე სიცოცხლე
თქვენ შეგიძლიათ ძველი ტანსაცმლისგან შექმნათ რაღაც ახალი. მაგალითად, ნაქსოვი ხალიჩა, ან დეკორის გაფორმება. გაეცანით შესანიშნავ იდეებს:
ჩააბარეთ საქველმოქმედო უფასო მაღაზიაში
მოხალისეების მიერ შექმნილი საქველმოქმედო სივრცე მდებარეობს საბურთალოზე, დავით თავხელიძის ქუჩა #1-ის ეზოში. ვაჟა-ფშაველას მეტროსთან ახლოს, წმინდა ბარბარეს ეკლესიის უკან მხარეს, კორპუსების ეზოში. სივრცე მუშაობს შაბათს და კვირას, დილის 10:00-დან საღამოს 18:00-მდე. ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ჭურჭლის, სათამაშოების და სხვა ნივთების მოტანა (და წაღებაც) შეგიძლიათ ყოველ შაბათს და კვირას. მოტანა შეიძლება ნებისმიერი ფორმის, ფერის და ზომის ტანსაცმელის, ფეხსაცმელის, წიგნების, სათამაშოების და ნებისმიერი საოჯახო ნივთის, რაც სახლში აღარ გჭირდებათ. გთხოვთ, ეცადეთ, ტანსაცმელი ნუ იქნება ძალიან დახეული და მთლად გამოუსადეგარი. იყოს აუცილებლად გარეცხილი, სუფთა და რაშიც იქნება მოთავსებული, ზედ ეწეროს სქესი და ასაკი, ვისთვისაცაა განკუთვნილი. იხილეთ სრულად