ბუდუ ზივზივაძის და საბა ლობჟანიძის ღირებულება გაიზარდა | Allnews.Ge

ბუდუ ზივზივაძის და საბა ლობჟანიძის ღირებულება გაიზარდა

სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ზე ქართველი ფეხბურთელების ფასი კიდევ გაიზარდა. ამ დროისთვის, ბუდუ ზივზივაძის ღირებულება 900 000 ევრო გახდა, მანამდე ფეხბურთელის ფასი 700 000 ევროს შეადგენდა. ასევე, 3 მლნ ევრომდე გაიზარდა საბა ლობჟანიძის ღირებულება (2 მლნ ევრო იყო).

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მანამდე მოიმატა ზურიკო დავითაშვილის ფასმა და 3 მლნ ევრო გახდა (2,5 მლნ ევრო იყო). უფრო ადრე კი, 6 მლნ ევროთი გაიზარდა გიორგი მიქაუტაძის ღირებულება და 15 მლნ ევრო გახდა, ასევე, 5 მლნ ევრომდე გაიზარდა ოთარ კიტეიშვილის ფასი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები უცხოურ მედიასა და სრულიად საფეხბურთო სამყაროში სულ უფრო დიდ ინტერესს იწვევენ. შესაბამისად, მზარდია მათი თვითღირებულებაც. Transfermarkt-ის მიხედვით, ქართველებს შორის, ხვიჩა კვარაცხელია 80 მლნ ევროთი ლიდერია, მას მოსდევს გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძე.

გთავაზობთ, ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების განახლებულ ათეულს:

  • ხვიჩა კვარაცხელია - 80 მლნ ევრო
  • გიორგი მამარდაშვილი - 35 მლნ ევრო
  • გიორგი მიქაუტაძე - 15 მლნ ევრო
  • ოთარ კიტეიშვილი - 5 მლნ ევრო
  • ზურიკო დავითაშვილი -3 მლნ ევრო
  • საბა ლობჟანიძე - 2 მლნ ევრო

იხილეთ სრულად