"რიკოთი მიწისძვრის კუთხით ბომბია... იქ არსებულ ესტაკადებს აქვთ სერიოზული პრობლემა, რამდენიმე კვლევა ვნახე და..." - თეა გოდოლაძე | Allnews.Ge

"რიკოთი მიწისძვრის კუთხით ბომბია... იქ არსებულ ესტაკადებს აქვთ სერიოზული პრობლემა, რამდენიმე კვლევა ვნახე და..." - თეა გოდოლაძე

გუ­შინ წვი­მის გამო მო­ქა­ლა­ქე­ებს რი­კოთ­ზე კი­ლო­მეტ­რი­ან სა­ცობ­ში სა­ა­თო­ბით მო­უ­წი­ათ დგო­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რი­კო­თის უღელ­ტე­ხილ­ზე მოძ­რა­ო­ბა დრო­ე­ბით იყო შე­ზღუ­დუ­ლი, რად­გან სა­ვალ ნა­წილ­ზე წყა­ლი და ლაფი ჩა­მო­ვი­და.

"კერ­ძოდ, სო­ფე­ლი ხე­ვის მიმ­დე­ბა­რედ, მშე­ნე­ბა­რე მო­ნაკ­ვეთ­თან, ძლი­ე­რი წვი­მის შე­დე­გად, ფერ­დო­ბი­დან წყლი­სა და ლა­ფის მასა გად­მო­ვი­და გზის სა­ვალ ნა­წილ­ზე, რის გა­მოც, გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში, დრო­ე­ბით შე­ი­ზღუ­და ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა.

გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა აღ­დგა.

ამ ეტაპ­ზე, რი­კო­თის სა­უ­ღელ­ტე­ხი­ლო მო­ნაკ­ვეთ­ზე მოძ­რა­ო­ბა ორ­მხრივ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. ასე­ვე, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია რი­კო­თის უღელ­ტე­ხილ­ზე მე­წყრის ჩა­მოს­ვლის შე­სა­ხებ არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­ნამ­დვი­ლეს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აღ­შფო­თე­ბა იმ კად­რებ­მა გა­მო­იწ­ვია, სა­დაც ახალ აშე­ნე­ბუ­ლი ეს­ტა­კა­და ჩანს. კად­რებ­ში ვხე­დავთ, რო­გორ გად­მო­დის ეს­ტა­კა­დი­დან ქვი­შა და წყა­ლი.

სე­ის­მო­ლო­გი თეა გო­დო­ლა­ძე წერს, რომ ეს­ტა­კა­დას აქვს სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა. ასე­ვე ამ­ბობს, რომ ეს­ტა­კა­და გა­დახ­რი­ლია, მისი ბო­ძე­ბი წვრი­ლია და სა­კი­თხა­ვია ის მი­წისძვრას გა­უძ­ლებს თუ არა.

"ბევ­რჯერ დავ­წე­რე, კი­დევ დავ­წერ, რი­კო­თის ეს­ტა­კა­დებს აქვთ ძა­ლი­ან დიდი და სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა. რამ­დე­ნი­მე კვლე­ვა ვნა­ხე(სამ­წუ­ხა­როდ ის დო­კუ­მენ­ტა­ცია არ მაქვს), სა­დაც ეწე­რა, რომ ად­გილ­ზე გე­ო­ლო­გი­უ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ვერ ჩა­ტარ­და მი­უ­ვა­ლო­ბის გამო.

კაც­მა არ იცის, მყარ გრუნტზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ბო­ძე­ბი თუ არა. ერთი თა­ვად აი­ღეს, გა­და­ი­ხა­რა და იმი­ტომ. სე­ის­მუ­რი კვლე­ვა არ დევს. რი­კო­თი მი­წისძვრის კუ­თხით ბომ­ბია და ეს­ტა­კა­დე­ბის ბო­ძე­ბი ძა­ლი­ან წვრი­ლი, ძლი­ერ მი­წისძვრას რომ გა­უძ­ლოს! ახლა და­ე­წყვეთ ინფრას­ტრუქ­ტუ­რის და საგ­ზა­ოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და მლან­ძღეთ. ჩი­ტებს ამ­ბა­ვი მო­აქვთ გე­თაყ­ვა!" - წერს თეა გო­დო­ლა­ძე.

myquiz