როგორ ეხმაურება "გირჩი - მეტი თავისუფლება" აშშ-ის მიერ "ქართული ოცნებისთვის" დაწესებულ სავიზო სანქციებს? | Allnews.Ge

როგორ ეხმაურება "გირჩი - მეტი თავისუფლება" აშშ-ის მიერ "ქართული ოცნებისთვის" დაწესებულ სავიზო სანქციებს?

"ქოცები" დასანქცირდნენ, let’s dance (მოდი, ვიცეკვოთ) " - "გირჩი - მეტი თავისუფლება" აშშ-ის მიერ "ქართული ოცნებისთვის" დაწესებულ სავიზო სანქციებს "ტიკ-ტოკზე" ვიდეოთი ეხმაურება.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა, რომელიც “ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს მოიცავს. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე გააკეთა. მეთიუ მილერის ბრიფინგი სწორედ საქართველოს საკითხით გაიხსნა.

მეთიუ მილერის თქმით, შეზღუდვები გავრცელდება მათ ოჯახის წევრებზეც. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში 24-დან 36 პირს მოიცავს.

myquiz