იცით, რა უნდა გააკეთოთ, თუ მძღოლი ავტობუსსა და მიკროავტობუსში კონდიციონერის ჩართვაზე უარს ამბობს? | Allnews.Ge

იცით, რა უნდა გააკეთოთ, თუ მძღოლი ავტობუსსა და მიკროავტობუსში კონდიციონერის ჩართვაზე უარს ამბობს?

ჰაერის ტემპერატურის მომატებასთან ერთად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გაგრილების სისტემის მუშაობა მგზავრებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თუმცა, სოციალურ ქსელებში ხშირად წერენ, რომ ტრანსპორტში კონდიციონერი არ მუშაობს ან მძღოლი ჩართვაზე უარს ამბობს. რა შეგიძლიათ ასეთ დროს გააკეთოთ, შეკითხვით თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და თბილისის მიკროავტობუსებს მივმართეთ:

"გაგრილების სისტემა ყველა ავტობუსში ჩართულია. დილით, გასვლისას და დღის ბოლოს ყველა მათგანი მოწმდება. დილით ავტობუსი მგზავრთა გადასაყვანად სრულად მოწესრიგებული გადის ისე, რომ არც გაგრილების პრობლემაა. თუმცა, შესაძლოა, დღის განმავლობაში, მუშაობის პროცესში ხარვეზი დაფიქსირდეს და გაგრილების სისტემა დაზიანდეს.

ასეთ დროს, ინფორმაციას თავად მძღოლი ბაზას გადასცემს და ავტობუსი იხსნება ხაზიდან და სათადარიგო ავტობუსი გამოგვყავს. გარდა ამისა, თუ ავტობუსში გაგრილების სისტემა ჩართული არ არის, მგზავრსაც შეუძლია, მოგვაწოდოს ინფორმაცია, დაგვირეკოს ცხელ ხაზზე (032 293 44 44) ან მოგვწეროს ფეისბუკის გვერდზე, რომ ფაქტს დროული რეაგირება მოჰყვეს." - გვითხრეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში. იხილეთ სრულად

myquiz