"წყლის მაქსიმალურმა დონემ 4.50 მ-მდე მიაღწია" - რა ვითარებაა დევდორაკის ხეობაში, სადაც ცოტა ხნის წინ ევაკუაცია განხორციელდა | Allnews.Ge

"წყლის მაქსიმალურმა დონემ 4.50 მ-მდე მიაღწია" - რა ვითარებაა დევდორაკის ხეობაში, სადაც ცოტა ხნის წინ ევაკუაცია განხორციელდა

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ი­სათ­ვის დევ­დო­რა­კის ხე­ო­ბა­ში საფრ­თხის დონე მი­ნი­მა­ლუ­რია, წყლის დონე პირ­ვან­დელ ნიშ­ნულს და­უბ­რუნ­და და წყალ­მო­ვარ­დნე­ბი და ღვარ­ცო­ფუ­ლი პრო­ცე­სე­ბი აღარ ფიქ­სირ­დე­ბა.

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ სა­ა­გენ­ტოს მიერ გზის გახ­სნის რე­კო­მენ­და­ცია გა­ი­ცა. ამას­თან, მა­თი­ვე ცნო­ბით, ად­გილ­ზე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ დრომ­დე რჩე­ბი­ან და ვი­თა­რე­ბას აკ­ვირ­დე­ბი­ან."გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე წლის 6 ივ­ნისს, 08:35 სა­ათ­ზე, დევ­დო­რა­კის ხე­ო­ბა­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი გან­გა­შის სის­ტე­მის მიერ მოხ­და ღვარ­ცო­ფუ­ლი პრო­ცე­სის დე­ტექ­ცია, რა დრო­საც სის­ტე­მამ ლარ­სის სა­სა­ზღვრო გამ­შვებ პუნ­ქტს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­დას­ცა გან­გა­შის სიგ­ნა­ლი.

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ვერ­ტმფრე­ნის მეშ­ვე­ო­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და დევ­დო­რაკ-ამა­ლის ხე­ო­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა და მო­სა­ლოდ­ნე­ლი საფრ­თხე­ე­ბის შე­ფა­სე­ბა.

პირ­ვე­ლა­დი შე­ფა­სე­ბით დად­გინ­და, რომ ად­გი­ლი ჰქონ­და მყინ­ვარ­ში­და შე­გუ­ბე­ბებს და გროტ­ში დაგ­რო­ვი­ლი წყლე­ბის პე­რი­ო­დულ გა­მო­ხეთ­ქვებს, რა­საც მოჰ­ყვა ტალ­ღე­ბის წარ­მოქ­მნა. წყლის მაქ­სი­მა­ლურ­მა დო­ნემ 4.50 მ-მდე მი­აღ­წია, ხოლო სა­სიგ­ნა­ლო ზღვა­რი მდ. დევ­დო­რაკ­ზე 2 მეტრს წარ­მო­ად­გენს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მდ. დევ­დო­რაკ-ამა­ლი­სა და თერ­გის შე­ერ­თე­ბის უბან­ზე, გა­მო­ზიდ­ვის კო­ნუს­ში მოხ­და მდ. თერ­გის ხან­მოკ­ლე შე­გუ­ბე­ბა, რა­მაც მო­ახ­დი­ნა მდ. თერ­გის კა­ლა­პო­ტის შე­ვიწ­რო­ე­ბა და წყლის დო­ნის მკვეთ­რი აწე­ვა, თუმ­ცა ტბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას და ხე­ო­ბის გა­და­კეტ­ვას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია.

ხე­ო­ბის ვი­ზუ­ა­ლუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შე­დე­გად, მყინ­ვარ­სა და მის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა ფერ­დო­ბე­ბის ჩა­მოშ­ლა და კლდეზ­ვა­ვუ­რი პრო­ცე­სე­ბის კვა­ლი.

ინ­ფორ­მა­ცი­ი­სათ­ვის, მსგავ­სი გან­გა­შის სის­ტე­მის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა გა­მოც­დი­ლი და აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლია საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რას­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე ხე­ო­ბე­ბი­სათ­ვის, რა დრო­საც შე­საძ­ლე­ბე­ლია საგ­ზაო ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უმოკ­ლეს ვა­დებ­ში შე­ზღუდ­ვა,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს რე­კო­მენ­და­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, დევ­დო­რა­კის ხე­ო­ბა­ში ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზე და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვა მოხ­სნეს. ასე­ვე, ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში გა­ნაგ­რძობს მუ­შა­ო­ბას სა­სა­ზღვრო გამ­შვე­ბი პუნ­ქტი "და­რი­ა­ლი"."ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­ში, დევ­დო­რაკ­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი სა­ზო­მი დე­ტექ­ტო­რი­დან, რო­მე­ლიც კა­ლა­პოტ­ში დი­ნე­ბის მი­ნი­მა­ლუ­რი აწე­ვის შემ­თხვე­ვა­ში ცვლი­ლე­ბას აფიქ­სი­რებს, სა­სიგ­ნა­ლო შე­ტყო­ბი­ნე­ბა დღეს დი­ლით შე­მო­ვი­და.შე­მო­სუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე სა­სა­ზღვრო გამ­შვე­ბი პუნ­ქტი „და­რი­ა­ლი­დან“ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მოხ­და იქ მყო­ფი ყვე­ლა პი­რის უსაფრ­თხო ად­გილ­ზე გა­დაყ­ვა­ნა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ვერ­ტმფრე­ნის მეშ­ვე­ო­ბით გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ელ­და დევ­დო­რაკ-ამა­ლის ხე­ო­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა და მო­სა­ლოდ­ნე­ლი საფრ­თხე­ე­ბის შე­ფა­სე­ბა.გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ი­სათ­ვის დევ­დო­რა­კის ხე­ო­ბა­ში საფრ­თხის დონე მი­ნი­მა­ლუ­რია" - ნათ­ქვა­მია შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

myquiz