პრემიერი - კონგრესში დაინიცირებული აქტი „MEGOBARI“ არა მეგობრული, არამედ მტრულია - მე ამ კანონს „DAUDZINEBEL“-ს დავუძახებდი | Allnews.Ge

პრემიერი - კონგრესში დაინიცირებული აქტი „MEGOBARI“ არა მეგობრული, არამედ მტრულია - მე ამ კანონს „DAUDZINEBEL“-ს დავუძახებდი

ამ კანონს „DAUDZINEBELI“ აქტს დავუძახებდი - სამწუხაროა, ეს ყველაფერი არ წაადგება ქართულ ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელიც აშშ-ს კონგრესში დაინიცირებულ აქტს "MEGOBARI" გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, აშშ-ს კონგრესში დაინიცირებული აქტი არა მეგობრული, არამედ მტრულია და საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობას დააზიანებს.

„ეს არის ჩვეულებრივი ღალატის გაგრძელება. ცინიკურია, როდესაც იმ კანონს რომელსაც კონგრესში განიხილავენ და რომელსაც მეგობარი აქტი ჰქვია, პირდაპირ მტრობაზეა საუბარი. მე ამ კანონს „DAUDZINEBELI" აქტს დავუძახებდი, ასეთი სათაური უფრო მოუხდებოდა. სამწუხაროა, ეს ყველაფერი არ წაადგება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებას.

2020-2021 წლებში, შემდეგ 2022 წელს წინა ელჩის [აშშ-ს] ჩართულობით იყო რევოლუციის 2 მცდელობა. ამ ფონზე, როდესაც ადამიანები ურთიერთობის არა გაჯანსაღებასა და გადატვირთვაზე, არამედ ამ გაფუჭებულის კიდევ უფრო გაფუჭებაზე ფიქრობენ, ეს არის სამწუხარო. ყველას მოვუწოდებ იმოქმედონ პრაგმატულად და საკუთარი წვლილი შეიტანონ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებაზე", - განაცხადა კობახიძემ.

myquiz