"საკუთარ თავს არ ვაკადრებ, ვიღაცას ვთხოვო მხარდამჭერი განცხადება გააკეთოს - არც ფეხბურთელებს ვაკადრებ, პოლიტიკური განცხადებები გავაკეთებინო" - კალაძე ბუდუ ზივზივაძეზე | Allnews.Ge

"საკუთარ თავს არ ვაკადრებ, ვიღაცას ვთხოვო მხარდამჭერი განცხადება გააკეთოს - არც ფეხბურთელებს ვაკადრებ, პოლიტიკური განცხადებები გავაკეთებინო" - კალაძე ბუდუ ზივზივაძეზე

ცხოვ­რე­ბა­ში არას­დროს მი­კად­რია, პირ­ველ რიგ­ში, სა­კუ­თარ თავს არ ვა­კად­რებ, რომ ვი­ღა­ცას და­ვურ­ე­კო, ვთხო­ვო ან მხარ­დამ­ჭე­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თოს, ან მოვ­თხო­ვო სა­წი­ნა­აღ­მდე­გოს აღე­ბა, რო­მე­ლიც ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა იმ ბრალ­დე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მან სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თელს ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძეს აქ­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მოთ­ქმუ­ლი აზ­რის გა­და­ცე­მი­დან ამო­ღე­ბა მოს­თხო­ვა.

რო­გორც კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ის სა­კუ­თარ თავ­სა და ფეხ­ბურ­თე­ლებს არ აკად­რებს პო­ლი­ტი­კა­ში რომ შე­მო­იყ­ვა­ნოს და პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თე­ბი­ნოს.

"ეს კი­თხვა, რა­საც მის­ვამთ მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ თქვენ ხართ ისე­თი მო­ძა­ლა­დე­ე­ბი და ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ამას იკად­რებ­და, ამის მკად­რებ­ლე­ბი ხართ. თქვენ ხართ მკად­რებ­ლე­ბი ყვე­ლა­ნა­ი­რი ბო­რო­ტე­ბის, ყვე­ლა­ნა­ი­რი სი­ბინ­ძუ­რის, რაც კი შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა მო­ი­ფიქ­როს. მე პი­რა­დად თქვენ კი არ მოგ­მარ­თავთ, სა­უ­ბა­რი მაქვს იმ რა­დი­კა­ლებ­ზე, ვინც დღეს ქვე­ყა­ნა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია ოპო­ზი­ცი­ის სა­ხით, მათი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი. ერ­თნი არი­ან ესე­ნი, უბინ­ძუ­რე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ნა­ი­რი სი­ბინ­ძუ­რე იკად­რონ. ცხოვ­რე­ბა­ში არას­დროს მი­კად­რია, პირ­ველ რიგ­ში, სა­კუ­თარ თავს არ ვა­კად­რებ, რომ ვი­ღა­ცას და­ვურ­ე­კო, ვთხო­ვო ან მხარ­დამ­ჭე­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თოს, ან მოვ­თხო­ვო სა­წი­ნა­აღ­მდე­გოს აღე­ბა, რო­მე­ლიც ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია. ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძეს­თან მე­გობ­რუ­ლი და ძმა­კა­ცუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა არ მაქვს, მაგ­რამ ნაკ­რებ­ში არი­ან ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი, ვის­თა­ნაც უფრო ახლო და უფრო მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. ბევრთან მი­თა­მა­შია კი­დეც, თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი ვი­ყა­ვით და ვერ იტყვის ვერ­ცერ­თი მათ­გა­ნი, რომ მე ვინ­მეს­თვის რა­ი­მე მე­თხო­ვოს, ან პო­ლი­ტი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რა, ან ჩემ მი­მართ მხარ­დამ­ჭე­რი გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა, თუნ­დაც არ­ჩევ­ნე­ბის დროს, არ არ­სე­ბობს ბუ­ნე­ბა­ში, პირ­ველ რიგ­ში, სა­კუ­თარ თავს არ ვა­კად­რებ და არც ბი­ჭებს არ ვა­კად­რებ იმას, რომ პო­ლი­ტი­კა­ში შე­მო­ვიყ­ვა­ნო და პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ვა­კე­თე­ბი­ნო“,- გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ფეხ­ბურ­თელ­მა ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ძა­ლი­ან დამ­თრგუნ­ვე­ლია, როცა აქ­ცი­ებ­ზე ერთ ადა­მი­ანს ათი ურტყამს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი გა­ირ­კვა, რომ მან რამ­დე­ნი­მე რე­დაქ­ცი­ას ამ მო­ნაკ­ვე­თის ამო­ღე­ბა სთხო­ვა, რად­გან ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის წინ "ზედ­მე­ტი აჟი­ო­ტა­ჟი არ სჭირ­დე­ბა“.

myquiz