"ზღვარს გადასცდა ჭორები ჩემს პირად ცხოვრებაზე, ხდება ჩემი შრომის გაუფასურებაც... ჩემი სახლი უდიდესი შრომისა და სოლიდური საკრედიტო ისტორიის დამსახურებაა" - რატი დურგლიშვილი | Allnews.Ge

"ზღვარს გადასცდა ჭორები ჩემს პირად ცხოვრებაზე, ხდება ჩემი შრომის გაუფასურებაც... ჩემი სახლი უდიდესი შრომისა და სოლიდური საკრედიტო ისტორიის დამსახურებაა" - რატი დურგლიშვილი

მომ­ღე­რა­ლი რატი დურ­გლიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ ბოლო დროს მის წი­ნა­აღ­მდეგ უამ­რა­ვი ჭორი გავ­რცელ­და და თუ ასე გაგ­რძელ­და, აპი­რებს, რომ კონ­სტი­ტუ­ცი­ით და­იც­ვას პი­რა­დი ღირ­სე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბა.

რო­გორც მომ­ღე­რა­ლი წერს, ჭო­რე­ბი რო­გორც მის პი­რად ცხოვ­რე­ბას, ასე­ვე მის საქ­მი­ა­ნო­ბას ეხე­ბა."მი­ვე­სალ­მე­ბი ჩემს მსმე­ნელს სიყ­ვა­რუ­ლით და პა­ტი­ვის­ცე­მით. არ შე­მიძ­ლია არ გა­მო­ვეხ­მა­უ­რო პირ­ვე­ლად და ამავდრო­უ­ლად ბო­ლო­ჯერ, ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ გავ­რცე­ლე­ბულ ჭო­რებს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გარ­კვე­უ­ლი იმუ­ნი­ტე­ტი მაქვს ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­ხის ჭორ­ზე ამ­ჯე­რად, ზღვარს გა­დას­ცდა ეს კამ­პა­ნია, რად­გან არა­მარ­ტო ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბას ეხე­ბა, არა­მედ ასე­თი სა­ხის ჭო­რე­ბით ხდე­ბა ჩემი შრო­მის, საქ­მი­ა­ნო­ბის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა, რაც ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ასე თუ გაგ­რძელ­და, ვფიქ­რობ მო­მი­წევს კონ­სტი­ტუ­ცი­ით და­ცუ­ლი პი­რა­დი ღირ­სე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის დაც­ვა­ზე და ცი­ლის­წა­მე­ბა­ზე სა­სა­მარ­თლო­სად­მი მი­მარ­თვა.

პ.ს. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს კერ­ძო სახ­ლს, ის მხო­ლოდ ჩემი უდი­დე­სი ფი­ზი­კუ­რი შრო­მი­სა და საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი საკ­რე­დი­ტო ის­ტო­რი­ის დამ­სა­ხუ­რე­ბაა" - წერს დურ­გლიშ­ვი­ლი.

myquiz