ოქსფორდის კურსდამთავრებულ ნატალი საბანიძის ცხოვრება და კარიერა - რა ქონებას ფლობს ცნობილი დიპლომატი?
"პიროვნებები, რომლებმაც საკუთარი საეჭვო ბიზნეს საქმეებისთვის ჩვენი რუსეთის “ნაცრისფერ სივრცედ” გადაქცევა გადაწყვიტეს, უნდა დაისაჯონ!" - ამის შესახებ აშშ-ის კონგრესში, საქართველოს შესახებ მოსმენაზე საქართველოს ყოფილმა ელჩმა, ნატალი საბანაძემ განაცხადა.
საბანაძის გამოსვლას ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტი უარყოფითად გამოეხმაურა. მმართველი პარტიის მხარდამჭერები წერენ, რომ ყოფილი ელჩი გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის“ წევრია და ამ მოსმენაზე მათ წარმოადგენდა. გაღიზიანდა "ნაციონალური მოძრაობაც“, რადგან საბანაძემ 10-15%-იანი პარტია უწოდა.
კონგრესში გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ საბანაძემ განაცხადა:
"მიხეილ სააკაშვილის პარტიის მხარდაჭერა 10-დან 15 პროცენტამდეა და მისი მხარდაჭერაც ამით შეიძლება შევაფასოთ. იგი ციხეში კი არა, საავადმყოფოში იმყოფება. ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“.
საბანაძის გამოსვლას ანი წითლიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა მაშინაც კი იზრდებოდა, როცა "გიორგი გახარია დასრულებით ემუქრებოდა“.
"ნატალია საბანაძე გახარიას პარტიის წევრია. გადაეცით, მისი ლიდერი გახარია რუსულ რეჟიმს რომ ამაგრებდა და ბიძინა მესია ეგონა, სულ რაღაც 3-4 წლის წინ, არც, ანაკლიის პორტი რომ ჩააფლავა, თვალებს რომ თხრიდა ხალხს, "ნაცებს“ კი დასრულებით გვემუქრებოდა, მაშინაც კი იზრდებოდა "ნაცების“ ამომრჩეველი და დღემდე ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაა, მიუხედავად შიდა და გარე მიზანმიმართული რყევებისა. შესაბამისად, სააკაშვილის ამომრჩეველი კარგად დაითვალოს. გახარია რომ უყალბებდა არჩევნებს და საარჩევნო ტერორს ხელმძღვანელობდა, მაშინაც კი გახარიაზე ასჯერ მეტი პერსონალური ხმა ჰქონდა მიშას. ცოტა მეტი მომზადება არ აწყენდა“, - დაწერა წითლიძემ სოციალურ ქსელში. იხილეთ სრულად