მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი რეგიონების მიხედვით | Allnews.Ge

მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი რეგიონების მიხედვით

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 6 ივ­ნისს სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ჰა­ე­რის მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა. დღის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან სით­ბოს ფონ­ზე აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ცალ­კე­ულ რა­ი­ონ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია ხან­მოკ­ლე წვი­მა ელ­ჭე­ქით და სე­ტყვა.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, 7-8 ივ­ნისს ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ის უმე­ტეს ნა­წილ­ზე მო­სა­ლოდ­ნე­ლია წვი­მა, ელ­ჭე­ქი, სე­ტყვა და ქა­რის გაძ­ლი­ე­რე­ბა.

„თბი­ლის­ში 6 ივ­ნისს ცხე­ლი და უნა­ლე­ქო ამინ­დი იქ­ნე­ბა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი. 7-8 ივ­ნისს მო­სა­ლოდ­ნე­ლია ხან­მოკ­ლე წვი­მა ელ­ჭე­ქით და ქა­რის ხან­მოკ­ლე გაძ­ლი­ე­რე­ბა. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა 6-7 ივ­ნისს დღი­სით +33, +35 გრა­დუ­სი და­ფიქ­სირ­დე­ბა, 8 ივ­ნისს კი +29 გრა­დუ­სამ­დე და­იკ­ლებს.

სა­ნა­პი­რო რა­ი­ო­ნებ­ში (ბა­თუ­მი, ქო­ბუ­ლე­თი, ანაკ­ლია, ფოთი): 6 ივ­ნისს თბი­ლი და უნა­ლე­ქო ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, ხოლო 7-8 ივ­ნისს შე­საძ­ლოა ხან­მოკ­ლე წვი­მა ელ­ჭე­ქით აღი­ნიშ­ნოს. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა დღი­სით +27, +29 გრა­დუ­სი იქ­ნე­ბა.

და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­ლობ რა­ი­ო­ნებ­ში (ზეს­ტა­ფო­ნი, ქუ­თა­ი­სი, სამ­ტრე­დია, ზუგ­დი­დი, მარ­ტვი­ლი, ოზურ­გე­თი): 6 ივ­ნისს ცხე­ლი და უნა­ლე­ქო ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. 7-8 ივ­ნისს ზო­გან გაწ­ვიმ­დე­ბა. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა დღი­სით +31, +33 გრა­დუ­სი იქ­ნე­ბა.

და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში (ამ­ბრო­ლა­უ­რი, ონი, ცა­გე­რი, შოვი, ჭი­ა­თუ­რა, სა­ჩხე­რე, ხულო): 6 ივ­ნისს ცხე­ლი და უნა­ლე­ქო ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. 7-8 ივ­ნისს ზო­გან გაწ­ვიმ­დე­ბა, შე­საძ­ლე­ბე­ლია ელ­ჭე­ქი და სე­ტყვა. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა დღი­სით +29, +31 გრა­დუ­სი იქ­ნე­ბა.

და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მა­ღალმთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში (მეს­ტია, ბახ­მა­რო): 6 ივ­ნისს თბი­ლი და უნა­ლე­ქო ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. 7-8 ივ­ნისს ზო­გან გაწ­ვიმ­დე­ბა. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა დღი­სით +26, +28 გრა­დუ­სი იქ­ნე­ბა.

ქარ­თლში (რუს­თა­ვი, ბოლ­ნი­სი, მარ­ნე­უ­ლი, გარ­და­ბა­ნი, გორი, ცხინ­ვა­ლი): 6 ივ­ნი­სის დღის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან 9 ივ­ნი­სამ­დე მო­სა­ლოდ­ნე­ლია დრო­გა­მოშ­ვე­ბით ხან­მოკ­ლე წვი­მა ელ­ჭე­ქით, 7-8 ივ­ნისს ზო­გან შე­საძ­ლე­ბე­ლია ძლი­ე­რი, სე­ტყვა და ქა­რის გაძ­ლი­ე­რე­ბა. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა 6-7 ივ­ნისს დღი­სით +33, +35 გრა­დუ­სი იქ­ნე­ბა, 8 ივ­ნისს კი და­იკ­ლებს.

კა­ხეთ­ში (სა­გა­რე­ჯო, თე­ლა­ვი, გურ­ჯა­ა­ნი, სიღ­ნა­ღი, ლა­გო­დე­ხი, ყვა­რე­ლი, ახ­მე­ტა, დე­დოფ­ლის­წყა­რო): 6 ივ­ნი­სის დღის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან 9 ივ­ნი­სამ­დე მო­სა­ლოდ­ნე­ლია დრო­გა­მოშ­ვე­ბით ხან­მოკ­ლე წვი­მა ელ­ჭე­ქით, 7-8 ივ­ნისს ზო­გან შე­საძ­ლე­ბე­ლია ძლი­ე­რი, სე­ტყვა და ქა­რის გაძ­ლი­ე­რე­ბა. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა 6-7 ივ­ნისს დღი­სით +34, +36 გრა­დუ­სი იქ­ნე­ბა, 8 ივ­ნისს კი და­იკ­ლებს.

აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში (ახალ­ცი­ხე, ბორ­ჯო­მი, დუ­შე­თი, თი­ა­ნე­თი, ფა­სა­ნა­უ­რი, დე­დოფ­ლის­წყა­რო): 6 ივ­ნი­სის დღის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან 9 ივ­ნი­სამ­დე მო­სა­ლოდ­ნე­ლია დრო­გა­მოშ­ვე­ბით ხან­მოკ­ლე წვი­მა ელ­ჭე­ქით, 7-8 ივ­ნისს ზო­გან შე­საძ­ლე­ბე­ლია ძლი­ე­რი, სე­ტყვა და ქა­რის გაძ­ლი­ე­რე­ბა. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა დღი­სით +29, +31 გრა­დუ­სი იქ­ნე­ბა.

აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მა­ღალმთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში (ახალ­ქა­ლა­ქი, წალ­კა, ბა­კუ­რი­ა­ნი, გუ­და­უ­რი, ომა­ლო, დე­დოფ­ლის­წყა­რო): 6 ივ­ნი­სის დღის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან 9 ივ­ნი­სამ­დე მო­სა­ლოდ­ნე­ლია დრო­გა­მოშ­ვე­ბით ხან­მოკ­ლე წვი­მა ელ­ჭე­ქით, 7-8 ივ­ნისს ზო­გან შე­საძ­ლე­ბე­ლია ძლი­ე­რი, სე­ტყვა და ქა­რის გაძ­ლი­ე­რე­ბა. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა დღი­სით +23, +25 გრა­დუ­სი იქ­ნე­ბა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.გაზიარება

myquiz