„დაღალე რეჟიმი!“ - ამ მოწოდებით ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“ პარლამენტთან აქციას გამართავს | Allnews.Ge

„დაღალე რეჟიმი!“ - ამ მოწოდებით ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“ პარლამენტთან აქციას გამართავს

„დაღალე რეჟიმი!“ - ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“ 5 ივნისს, 20:00 საათზე, პარლამენტის წინ აქციას გამართავს.

„ჩვენ გადამწყვეტ ბრძოლაში ვართ ჩართულები დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის. ჩვენი რიცხობრივი უპირატესობით, თუ ხშირი და მცირე აქციებით დავღლით მოწინააღმდეგეს, მისი სისტემა შიგნიდან ნგრევას დაიწყებს. საჭიროა ადგილი, სადაც "ოცნება" აუცილებლად თავის რესურსს გამოიტანს. გელოდებით პარლამენტის წინ!“ - აღნიშნულია "ფეისბუქზე" "დაფიონის" გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

myquiz