როგორ ნახოთ მსოფლიო ისე, რომ არ გაკოტრდეთ: რჩევები ბიუჯეტური მოგზაურობისთვის | Allnews.Ge

როგორ ნახოთ მსოფლიო ისე, რომ არ გაკოტრდეთ: რჩევები ბიუჯეტური მოგზაურობისთვის

შეიძლება ფიქრობდეთ, რომ მსოფლიოში მოგზაურობა მდიდარი ადამიანების პრეროგატივაა. სინამდვილეში, მოკრძალებული შემოსავლის მქონე ადამიანსაც შეუძლია ნახოს სხვადასხვა ქვეყანა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხე. რამდენიმე რჩევა ეკონომიურად მოგზაურობაში დაგეხმარებათ.

აირჩიეთ ხელმისაწვდომი მიმართულებები

2024053120001285085-1717484222.jpg

თქვენი მოგზაურობის ბიუჯეტი დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ სად მიდიხართ. ლოგიკურია, რომ ყველაზე პოპულარული და განვითარებული ინფრასტრუქტურის მქონე ადგილებში ფასები იაფი არ იქნება. აირჩიეთ, უფრო მოკრძალებული ადგილი, სადაც ტურისტების ბრბო არ არის. ტაილანდი, ვიეტნამი, კუბა, მექსიკა, ალბანეთი. არის ბევრი ქვეყანა, სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ საკმაოდ იაფად, ვიდრე შიდა ტურიზმის შემთხვევაში.

წაიღეთ ბევრი საკვები აეროპორტში

2024053120002985085-1717484234.jpg

ყველამ იცის, რომ აეროპორტში უსაფრთხოების კონტროლის გავლა ნებისმიერი სახის სითხით კატეგორიულად აკრძალულია, მაგრამ მყარი საკვების უმეტესობა ნებადართულია. თან იქონიეთ ბევრი სენდვიჩი, კრეკერი, ბანანი, ვაშლი, რომ თვითმფრინავის მოლოდინში წახემსება შეძლოთ. ალბათ, ჭამა მოგინდებათ, ხოლო აეროპორტის კაფეებში ფასები წარმოუდგენლად მაღალია.

ბილეთების ფასები შეადარეთ

ავიაბილეთი ერთ–ერთი ყველაზე ძვირადღირებული პუნქტია, რომელიც ბიუჯეტურ მოგზაურს აშინებს. თუ საკითხს გონივრულად მიუდგებით, კარგად დაზოგავთ. პირველ რიგში, გამოიყენეთ რესურსები, რომლებიც სხვადასხვა ავიაკომპანიების ბილეთების ფასებს ადარებს. მეორეც, გაითვალისწინეთ, რომ სხვადასხვა სეზონზე და კვირის სხვადასხვა დღეებში ბილეთების ფასები თითქმის ორჯერ შეიძლება განსხვავდებოდეს. ასევე ღირებულება დამოკიდებულია ფრენის დროზე (ღამის ფრენები ჩვეულებრივ უფრო იაფია).

იმგზავრეთ ხელბარგით

2024053120011585085-1717484265.jpg

ბარგისთვის გადახდა თითქმის ყოველთვის მოგიწევთ. როგორც წესი, ბევრი არა, მაგრამ მაინც ზედმეტი ხარჯია. სწორედ ამიტომ, ბევრი ნივთი არ წაიღოთ, არამედ ყველაფერი ჩაატიეთ ხელბარგში. ისწავლეთ ტანსაცმლის კომპაქტურად დაკეცვა. ამ მიზნით ვაკუუმ პაკეტი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ის, რაც ჩანთაში არ ჩაეტევა, ჩაიცვით (ორი მაისური, ორი პერანგი და ა.შ.). იხილეთ სრულად

myquiz