წუხელ, რაჭაში 5,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - რა ვიცით ამ დროისთვის?
4 ივნისის ღამით, 02:03 საათზე საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი რაჭაში, ონთან იყო და მისი სიმძლავრე 5.4 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.
ევროპულ-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის (EMSC) ინფორმაციით, ეპიცენტრი ონიდან 12 კილომეტრში, სოფელ ირთან, 10კმ-ს სიღრმეში იყო.
თვითმხილველები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა არა მხოლოდ რაჭაში, არამედ იმერეთის ტერიტორიასა და აღმოსავლეთ საქართველოს ნაწილშიც. ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.