"ასდოლარიანების დასტა იყო შიგნით" - რა მოხდა, როცა ნიუ-იორკის ტბაში წყვილმა ფულით სავსე სეიფი იპოვა | Allnews.Ge

"ასდოლარიანების დასტა იყო შიგნით" - რა მოხდა, როცა ნიუ-იორკის ტბაში წყვილმა ფულით სავსე სეიფი იპოვა

ჯე­იმს კე­ინ­მა და ბარ­ბი აგოს­ტი­ნიმ ფლა­შინგ მე­დო­უზ კო­რო­ნა პარკში მდე­ბა­რე ტბა­ში თო­კით მაგ­ნი­ტი ჩა­აგ­დეს, რო­მელ­საც მოგ­ვი­ა­ნე­ბით სე­ი­ფი ამოჰ­ყვა. ჩა­კე­ტი­ლი ყუ­თის გახ­სნის შემ­დეგ წყვილ­მა მას­ში 100-დო­ლა­რი­ა­ნი კუ­პი­უ­რე­ბის უშ­ვე­ლე­ბე­ლი დას­ტა ნახა, რაც მთლი­ა­ნად წყლით იყო გაჟ­ღენ­თი­ლი.

რო­გორც წყვი­ლი მე­დი­ას­თან აცხა­დებს, სე­ი­ფის ამო­ღე­ბის შემ­დეგ ისი­ნი პო­ლი­ცი­ას და­უ­კავ­შირ­დნენ. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის თქმით, სე­ი­ფი არ იყო რა­ი­მე და­ნა­შა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და წყვილს თან­ხის შე­ნახ­ვის უფ­ლე­ბა მის­ცეს:

"ად­რეც უამ­რა­ვი სე­ი­ფი გვაქვს ნა­პოვ­ნი, მაგ­რამ ამ­ჯე­რად ვნა­ხეთ, რომ შიგ­ნით ფული იდო. დავ­თვა­ლეთ და გა­ვი­ფიქ­რე, რომ და­უ­ჯე­რე­ბე­ლი რამ მოხ­და. ას­დო­ლა­რი­ა­ნე­ბის დას­ტა იყო შიგ­ნით! თან­ხა მთლი­ა­ნად სვე­ლი და თით­ქმის გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია", - აცხა­დებს კე­ი­ნი.

"სე­იფ­ში არც ვინ­მეს პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა ყო­ფი­ლა, არც რა­ი­მე სხვა სა­ბუ­თი, რომ მისი მე­პატ­რო­ნე გვე­პო­ვა. პო­ლი­ცი­ამ ბო­ლოს სე­ი­ფის პოვ­ნა მოგ­ვი­ლო­ცა კი­დეც", - ჰყვე­ბა აგოს­ტი­ნი.

მაგ­ნი­ტით თევ­ზა­ო­ბა ძლი­ე­რი მაგ­ნი­ტით ტბებ­სა და მდი­ნა­რე­ებ­ში "თევ­ზა­ო­ბას" გუ­ლის­ხმობს, იმ იმე­დით, რომ მას რა­ი­მე ფა­სე­უ­ლი ამოჰ­ყვე­ბა.წყვი­ლის თქმით, მათ მაგ­ნი­ტით თევ­ზა­ო­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის დროს და­ი­წყეს და ამ ხერ­ხით მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის პე­რი­ო­დის ყუმ­ბა­რე­ბი, მე­ცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის ია­რა­ღი და მო­ტო­ციკ­ლე­ტიც კი აქვთ ნა­პოვ­ნი.

myquiz