სამშობიაროდან ქალს სხვისი შვილი გაატანეს... მხოლოდ 30 წლის შემდეგ გაიგო სიმართლე - 3 ნამდვილი ამბავი, როგორ აერიათ სამშობიაროში ბავშვები | Allnews.Ge

სამშობიაროდან ქალს სხვისი შვილი გაატანეს... მხოლოდ 30 წლის შემდეგ გაიგო სიმართლე - 3 ნამდვილი ამბავი, როგორ აერიათ სამშობიაროში ბავშვები

შესაძლოა, მსგავსი სიუჟეტები სერიალებში ხშირად გინახავთ - მშობლები ბიოლოგიურ შვილებს უკვე ზრდასრულ ასაკში გარკვეული ნიშნებით ამოიცნობენ და ახალ ცხოვრებას იწყებენ. თუმცა, რეალურ ცხოვრებაშიცაა ისეთი წარმოუდგენელი ამბები, როდესაც სამშობიაროში ბავშვები ერთმანეთში აერიათ და ოჯახმა სხვისი შვილი აღზარდა:

ამბავი 1: სიცილიური ოჯახი

1998 წელს იტალიის კუნძულის სამშობიარო სახლში ორმა ქალმა გოგონა ერთდროულად გააჩინა. სამი წლის შემდეგ ერთ-ერთი მათგანი საბავშვო ბაღში ქალიშვილის წასაყვანად მივიდა და გაუკვირდა, რამდენად ჰგავდა იქ მყოფი ერთი გოგონა მას. შემდეგ კი გაახსენდა, რომ სამშობიაროში ბავშვს აჩუქეს ტანსაცმელი, რომელიც მისი არ იყო.

ქალმა, რომელსაც ეჭვი ეპარებოდა, რომ რაღაც სწორად არ იყო, მეორე გოგონას დედას საკუთარი ეჭვების შესახებ უამბო და სთხოვა, დნმ-ის ტესტი ჩაეტარებინათ. აღმოჩნდა, რომ სამშობიაროში მათი შვილები მართლაც აერიათ ერთმანეთში...

ვინაიდან, ქალები 3 წელი უკვე ერთმანეთის შვილებს ზრდიდნენ და ბავშვები ძალიან უყვარდათ, გაცვლა ვეღარ შეძლეს. შემდეგ კი, გადაწყვიტეს, ახლოს ეცხოვრათ, დამეგობრდნენ და გოგონებიც ორ დედასთან გაიზარდნენ.

ამბავი 2: შეხვედრა 30 წლის შემდეგ

წლების წინ რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში, ჩელიაბინსკში ქალმა ეჭვი შეიტანა, რომ მას სახლში სხვისი შვილი გაატანეს. თუმცა, დედის საყვედურებს საავადმყოფოში მუქარით შეხვდნენ და ურჩიეს, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წასულიყო. ქალმა გოგონა გაზარდა, თუმცა პირველივე დღიდან გრძნობდა, რომ ის მისი შვილი არ იყო.

ამ ამბიდან მხოლოდ 30 წლის შემდეგ გაარკვია, რომ მისი შვილი მართლაც სხვის შვილში აერიათ და ის სულ სხვა ოჯახში გაიზარდა. მის ბიოლოგიურ შვილს საკმაოდ რთული ბავშვობა ჰქონდა. ოჯახში მუდმივად ხმაური იყო, მამა სვამდა, ჩხუბობდა და ბავშვი 13 წლის ასაკიდან ბავშვთა სახლში ცხოვრობდა.

ქალმა საკუთარი ქალიშვილი მაშინ იპოვა, როცა ის უკვე 30 წლის იყო, თავად კი იმ დროს - 70-ის. ექიმების დაუდევრობის გამო, მისი ბიოლოგიური შვილი ბავშვთა სახლში გაიზარდა და მშობლების სიყვარული არასოდეს უგრძნია. იხილეთ სრულად

myquiz