"ორმა ფაშისტმა, ნოდარ მელაძემ და მაკა ჩიხლაძემ, ბინძური ანონსი გააკეთეს... ამის მიზანი ჩემს ასაკოვან მშობლებზე და შშმ ძმაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა" - მამუკა მდინარაძე | Allnews.Ge

"ორმა ფაშისტმა, ნოდარ მელაძემ და მაკა ჩიხლაძემ, ბინძური ანონსი გააკეთეს... ამის მიზანი ჩემს ასაკოვან მშობლებზე და შშმ ძმაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა" - მამუკა მდინარაძე

"ორმა ფა­შის­ტმა, ნო­დარ მე­ლა­ძემ და მაკა ჩიხ­ლა­ძემ, რომ­ლე­ბიც წლე­ბია ჩემს უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლებს ეძე­ბენ და გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად ვე­რას­დროს იპო­ვი­ან, რაც ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს, მომ­დევ­ნო ბინ­ძუ­რი ანონ­სი (სი­უ­ჟე­ტი) გა­ა­კე­თეს თერ­ჯო­ლა­ში, ღვან­კით­ში, ჩემი მშობ­ლე­ბის და ძმის კუთ­ვნილ სახლზე, სა­დაც ისი­ნი ცხოვ­რო­ბენ. რა დო­ნე­ზე და­ეც­ნენ", - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რი მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

რო­გორც მდი­ნა­რა­ძე აღ­ნიშ­ნავს, ამ სი­უ­ჟე­ტის ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი, მის ასა­კო­ვან მშობ­ლებ­სა და შშმ ძმა­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბაა.

"ორმა ფა­შის­ტმა, ნო­დარ მე­ლა­ძემ და მაკა ჩიხ­ლა­ძემ, რომ­ლე­ბიც წლე­ბია ჩემს უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლებს ეძე­ბენ და გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად ვე­რას­დროს იპო­ვი­ან რაც ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს, მომ­დევ­ნო ბინ­ძუ­რი ანონ­სი (სი­უ­ჟე­ტი) გა­ა­კე­თეს თერ­ჯო­ლა­ში, ღვან­კით­ში, ჩემი მშობ­ლე­ბის და ძმის კუთ­ვნილ სახლზე, სა­დაც ისი­ნი ცხოვ­რო­ბენ. რა დო­ნე­ზე და­ეც­ნენ ეს ერთი, მე­ო­რე - მცი­რე გან­მარ­ტე­ბა:

ჩემს დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ყვე­ლა თეთ­რი შე­ტა­ნი­ლია, შე­მო­სა­ვა­ლიც, მისი წყა­როც და რაც სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა­ში და­ი­ხარ­ჯა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა თეთ­რი! შარ­შან­წინ­დელ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში დე­ტა­ლუ­რად არის მი­თი­თე­ბუ­ლი კრე­დი­ტი ორ ტრან­შად, ასე­ვე შარ­შან­დელ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში - რამ­დე­ნი და­ვი­მა­ტე კრე­დი­ტი, შემ­დეგ სა­გუ­რა­მოს სახ­ლის გა­ყიდ­ვის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი და დე­ტა­ლუ­რი გან­მარ­ტე­ბაც კი გა­ვა­კე­თე დეკ­ლა­რა­ცი­ის შე­სა­ბა­მის გრა­ფა­ში, აქე­დან რამ­დე­ნით ჩავ­ხუ­რე კრე­დი­ტის ნა­წი­ლი და რამ­დე­ნი მო­ვახ­მა­რე სამ­შე­ნებ­ლო-სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ებს. აი, ამ უპ­რე­ცე­დენ­ტო დე­ტა­ლი­ზა­ცი­ის მი­უ­ხე­და­ვად შექ­მნეს სი­ბინ­ძუ­რე, ჟურ­ნა­ლის­ტი­კის გარ­და ყვე­ლა­ფე­რი რომ ჰქვია. მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა კი ის აღ­მო­უ­ჩე­ნი­ათ, რომ თურ­მე ღვან­კი­თის სა­კარ­მი­და­მო ნაკ­ვე­თის თა­ნა­მე­სა­კუთ­რედ ვყო­ფილ­ვარ ჩარ­ჩე­ნი­ლი სა­დღაც, სა­დაც დიდი ხნის წინ ამო­წე­რის გამო, პი­რა­დი ნო­მე­რიც კი არ არის თურ­მე მი­თი­თე­ბუ­ლი. რა სა­მარ­ცხვი­ნო ხალ­ხია, სხვა რომ ვე­რა­ფე­რი, ბო­ლოს დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ღვან­კი­თის სა­კარ­მი­და­მო ნაკ­ვე­თის და­მალ­ვა­ში დამ­დეს ბრა­ლი.

ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი კი ჩემს ასა­კო­ვან მშობ­ლებ­ზე და შშმ ძმა­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბაა… ზუს­ტად იცი­ან, რომ ჩემ­ზე დიდი ხა­ნია ასე­თი მდა­ბიო “ფე­ი­კე­ბი” აღარ მოქ­მე­დებს.

ამ ამ­ბავ­ში ყვე­ლა­ზე სევ­დი­ა­ნი, თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა იუ­მორ­ნა­რე­ვიც კი ის არის, რომ მე არას­დროს გა­მიმ­ხე­ლია ჩემი ძმი­სა და მშობ­ლე­ბის­თვის, რომ დან­გრე­ვის პი­რას მი­სუ­ლი ძვე­ლი სახ­ლის უკან, წლე­ბის წინ და­წყე­ბუ­ლი მშე­ნებ­ლო­ბა ბან­კი­დან გა­მო­ტა­ნი­ლი ორი საკ­მა­ოდ დიდი კრე­დი­ტით დაჩ­ქარ­და, რო­მე­ლიც 2037 წლამ­დე უნდა ვი­ხა­დო. ამ თე­მა­ზე რომ არ ეფიქ­რათ და ენერ­ვი­უ­ლათ, ყო­ველ­თვის ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ მათი და­ნა­ზო­გი ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა, თუმ­ცა, რა თქმა უნდა, ისიც იცოდ­ნენ, რომ სხვა თან­ხაც გა­ცი­ლე­ბით მეტი და­ი­ხარ­ჯა. ბედ­ნი­ე­რე­ბი იყ­ვნენ იმით, რომ მა­თაც მი­ი­ღეს გარ­კვე­უ­ლი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სახ­ლის აშე­ნე­ბა­ში. დე­ტა­ლე­ბი კი კრე­დი­ტის რა­ო­დე­ნო­ბის შე­სა­ხებ აქამ­დე არას­დროს მით­ქვამს, თუმ­ცა არა უშავს, მა­პა­ტი­ე­ბენ.

მთა­ვა­რია ის ზუს­ტად იცი­ან, რომ მათი შვი­ლი და ძმა ყო­ველ­თვის ამა­ყად ივ­ლის და უკან მო­ხედ­ვის არას­დროს შე­ე­შინ­დე­ბა! სა­მი­ვეს ბო­დიშს ვუხ­დი, რომ ასე­თი ნერ­ვი­უ­ლო­ბა უწევთ ჩემს გამო, ნა­ცე­ბის ფა­შისტ “ჟურ­ნა­ლის­ტებს” კი ვურ­ჩევ, ილო­ცონ მათ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე!“ - წერს მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე.

myquiz