თბილისის რომელ უბანში ღირს ყველაზე ძვირი თეთრი კარკასი?
2024 წლის აპრილში თბილისში 3 220 ბინა გაიყიდა, საშუალო გასაყიდმა ფასმა კი 1 კვადრატულ მეტრზე 1 269 აშშ დოლარი შეადგინა, ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.
„2024 წლის აპრილში თბილისში 3 220 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 24.7%-იანი და თვიურად 7.7%-იანი ზრდაა. მკვეთრი წლიური ზრდა წინა წლის დაბალი ბაზითაა გამოწვეული.
რაც შეეხება ბაზრის ზომას, 2024 წლის აპრილში თბილისში 247.9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც წლიურად 33.2%-იანი ზრდაა და ეს მკვეთრი ზრდა წინა წლის დაბალი ბაზით აიხსნება.
2024 წლის აპრილში ფასები თვიურად გაიზარდა ახალ პროექტებზე (როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე). აღსანიშნავია, რომ თვიურად 2.6%-იანი კლება დაფიქსირდა მეორადი ბაზრის ძველ ბინებზე,“- ვკითხულობთ კვლევაში.
კვლევაში ასევე მოცემულია, თუ როგორი იყო ფასები პირველადი ბაზრის თეთრი კარკასის ბინებზე (კვადრატული მეტრზე) უბნების მიხედვით 2024 წლის აპრილში:
- ვაკე - 2 350 აშშ დოლარი;
- კრწანისი - 1 488 აშშ დოლარი;
- საბურთალო - 1 481 აშშ დოლარი;
- ისანი - 1 260 აშშ დოლარი;