როგორ გამოაცხადეს ეკატერინა კოტრიკაძე რუსეთში "უცხო ქვეყნის აგენტად" და რა საფრთხეებს ხედავს ჟურნალისტი საქართველოში მიმდინარე პროცესებში?
ტელეკომპანია "დოჟდის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ეკატერინა კოტრიკაძე, რომელიც რუსეთმა უკვე რამდენიმე წელია “უცხო ქვეყნის აგენტად“ გამოაცხადა, sova.news-თან მისი მძიმე გამოცდილების შესახებ საუბრობს და საქართველოში მიმდინარე პროცესებთან პარალელებს ავლებს.
კოტრიკაძე მართა არდაშელიას პოდკასტში, 29 აპრილს, “ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა შეკრებისას, ბიძინა ივანიშვილისა და პარტიის წევრების განცხადებებს გამოეხმაურა.
"სულ ვფიქრობდი, რომ ეს არის ჩემი სახლი, რომელიც არ დაეცემა იმ დონემდე, სადამდეც დავიდა რუსეთის სახელმწიფო. ახლა კი ვხვდები, რომ აქ ეს ყველაფერი უფრო მიზანსწრაფულად შეიძლება მოხდეს, იმიტომ რომ საქართველოში, რუსეთთან შედარებით ყველაფერი აჩქარებულია”, - აცხადებდა ეკატერინა კოტრიკაძე 3 მაისის პოდკასტში და ყველაფერი მართლაც ისე სწრაფად განვითარდა, როგორც ვარაუდობდა.
კანონპროექტი “უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ, რომელიც პირველად 2023 წელს დაინიციირდა და მწვავე აქციების, დაპირისპირების ფონზე “ქართულმა ოცნებამ” უკან გაიწვია, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ 2024 წლის 3 აპრილს ხელმეორედ, შეცვლილი სახელწოდებით დააინიცირა. იხილეთ სრულად