"ვიღაცას მოეჩვენა, რომ არტისტს ფეხი გამოუჩნდა, სასაცილოა. ამ ალიაქოთით სპექტაკლს არაფერი დააკლდება" - რას ამბობს რეჟისორი ეკა მჟავანაძის ცეკვაზე, რომელიც სოცქსელებში განსჯის საგანი გახდა | Allnews.Ge

"ვიღაცას მოეჩვენა, რომ არტისტს ფეხი გამოუჩნდა, სასაცილოა. ამ ალიაქოთით სპექტაკლს არაფერი დააკლდება" - რას ამბობს რეჟისორი ეკა მჟავანაძის ცეკვაზე, რომელიც სოცქსელებში განსჯის საგანი გახდა

მიმ­დი­ნა­რე კვი­რას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დეო გავ­რცელ­და. ის მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის სპექ­ტაკლზე "ქა­ლე­ბი“ იყო გა­და­ღე­ბუ­ლი. ნაჩ­ვე­ნე­ბი იყო სპექ­ტაკ­ლის პერ­სო­ნა­ჟის ძა­ლი­ან მცი­რე ეპი­ზო­დი - ცეკ­ვა, რო­მელ­საც მსა­ხი­ო­ბი ეკა მჟა­ვა­ნა­ძე ას­რუ­ლებს. ვი­დეო ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და და არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი შე­ფა­სე­ბა გა­მო­იწ­ვია. ბევ­რი ვერც მიხ­ვდა, რომ ეს სპექ­ტაკ­ლი­დან უბ­რა­ლოდ კონ­ტექ­სტი­დან ამოგ­ლე­ჯი­ლი ფრაგ­მენ­ტი იყო.

"ქა­ლე­ბი“ - სი­ტუ­ა­ცი­უ­რი კო­მე­დია გახ­ლავთ და მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში 2011 წელს და­იდ­გა. 13 წე­ლია, თე­ატ­რის რე­პერ­ტუ­არ­ში უწყვე­ტად არ­სე­ბობს. სპექ­ტაკლზე მა­ყუ­რე­ბე­ლი მუდ­მი­ვად და­დის. მისი რე­ჟი­სო­რი ცი­ცი­ნო კო­ბი­აშ­ვი­ლი გახ­ლავთ.

AMBEB.GE ქალ­ბა­ტონ ცი­ცი­ნოს ესა­უბ­რა. _ ნილ სა­ი­მო­ნის პი­ე­საა, ტექსტს მაია ჯა­ფა­რი­ძემ გა­უ­კე­თა ადაპ­ტი­რე­ბა. გარ­და იმი­სა, რომ ვთარ­გმნეთ, პერ­სო­ნა­ჟე­ბი გა­ვა­ქარ­თვე­ლეთ. შე­სა­ბა­მი­სად მოქ­მე­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბა. იგი­ვე პი­ე­სა შემ­დეგ უკ­რა­ი­ნა­შიც დავ­დგი, სა­დაც უკვე უკ­რა­ი­ნე­ლი ქალი პერ­სო­ნა­ჟე­ბი მყავ­და და იქაც ძა­ლი­ან გა­ა­მარ­თლა. თუმ­ცა პი­ე­სა­ში არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ვინ ხარ და სა­და­უ­რი. მნიშ­ვნე­ლო­ბა იმას აქვს, რომ ქა­ლე­ბი ვართ და ჩვენ ყო­ველ­თვის გო­გო­ე­ბად ვრჩე­ბით. სა­ერ­თოდ ადა­მი­ა­ნის გულ­ში ხომ ბავ­შვი სულ ცო­ცხლობს. ჩვე­ნი სპექ­ტაკ­ლის პერ­სო­ნა­ჟე­ბი არი­ან კლა­სე­ლე­ბი, პირ­ვე­ლი დღი­დან ერ­თად არი­ან, ერ­თად მო­დი­ან და მე­გობ­რო­ბას მოზ­რდი­ლო­ბა­შიც აგ­რძე­ლე­ბენ. ერ­თმა­ნე­თის სი­ხა­რულს, წუ­ხილს იზა­რე­ბენ. ერ­თმა­ნეთს მხარ­ში უდ­გა­ნან და იმ ყვე­ლა­ფერს აერ­თი­ა­ნე­ბენ, რა­საც ჰქვია სიყ­ვა­რუ­ლი, თა­ნად­გო­მა, თა­ნაგ­რძნო­ბა, მე­გობ­რო­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ქარ­თულ რე­ა­ლო­ბას მო­ვარ­გეთ და ამან ძა­ლი­ან გა­ა­მარ­თლა.

- სპექ­ტაკლში სულ 6 ქალი და 2 მა­მა­კა­ცი მო­ნა­წი­ლე­ობს, ხომ?

- კი და თა­ვად პი­ე­სა კარ­გად არის და­წე­რი­ლი. სა­ი­მონს ასე­ვე კარ­გი იუ­მო­რი აქვს. ამი­ტომ შე­ვე­ცა­დეთ, ცოტა ქარ­თუ­ლი იუ­მო­რი ჩაგ­ვეს­ვა. მა­ყუ­რე­ბე­ლი ამ სპექ­ტაკლზე მარ­თლა გიჟ­დე­ბა. "ქა­ლებ­მა“ ყვე­ლა დროს გა­უძ­ლო...

- ცოტა ხნის წინ მისი პა­ტა­რა ეპი­ზო­დი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ამოგ­ლე­ჯი­ლად, ვი­დე­ოს სა­ხით ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და. ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ­მა მას არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი შე­ფა­სე­ბა მის­ცა.

- ვი­ნა­ი­დან სპექ­ტაკ­ლი მა­ყუ­რე­ბელს ძა­ლი­ან უყ­ვარს და ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია, დი­დად არ მა­ინ­ტე­რე­სებს, ვინ რას წერს. ჩემი ნამ­დვი­ლი შემ­ფა­სე­ბე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლია, რო­მე­ლიც ამ სპექ­ტაკ­ლის ნახ­ვით არ იღ­ლე­ბა. ამი­ტო­მა­ცაა, რომ "ქა­ლებ­მა“ გა­უძ­ლო დროს. 13 წე­ლია, რე­პერ­ტუ­არ­შია. მუდ­მი­ვი ანშლა­გია, თუმ­ცა თა­ვის დრო­ზე იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ­ბობ­დნენ, რომ ეს არის "სა­ლა­როს სპექ­ტაკ­ლი“ და მა­ყუ­რე­ბე­ლიც ამი­ტომ ჰყავს. გა­ვი­და დრო, რო­დემ­დე შე­იძ­ლე­ბო­და "სა­ლა­როს სპექ­ტაკ­ლი“ ეძა­ხო, ანშლა­გე­ბი არ მთავ­რდე­ბა. ზე­პი­რად იცი­ან სპექ­ტაკ­ლი, ფრა­ზებს მსა­ხი­ო­ბებ­თან ერ­თად ამ­ბო­ბენ. მათ­თან ერ­თად მღე­რი­ან, ვერ გად­მოგ­ცემთ, ჩვენს სპექ­ტაკლზე რა ხდე­ბა. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რე­აქ­ცი­ე­ბია. ბო­ლოს მსა­ხი­ო­ბებს სცე­ნი­დან აღარ უშ­ვე­ბენ ხოლ­მე.

96dfa544-28d7-47f4-a773-5ae83b22141c-66961-1716796492.jfif

- რაც შე­ე­ხე­ბა გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ოს, სა­დაც მსა­ხი­ო­ბი ეკა მჟა­ვა­ნა­ძის ცეკ­ვაა აღ­ბეჭ­დი­ლი. ამა­ზე რას გვე­ტყვით?

- მაგ ვი­დე­ო­ში ეკას ცეკ­ვა მსხვი­ლი პლა­ნი­თაა აღე­ბუ­ლი. კად­რე­ბი კონ­ტექ­სტი­და­ნაა ამოგ­ლე­ჯი­ლი. და­სა­წყი­სი და და­სას­რუ­ლი არ ჩანს და მა­ყუ­რე­ბე­ლი ვერ იგებს, საქ­მე რა­შია. ამი­ტომ ვი­ღა­ცას მო­ეჩ­ვე­ნა, რომ არ­ტისტს ფეხი გა­მო­უჩ­ნდა, მერე პრე­ტენ­ზია გა­უჩ­ნდათ, რომ მსა­ხი­ობს ფეხი ყუ­რი­დან არ ეწყე­ბა და არ არის შხვარ­თი... ცოტა სა­სა­ცი­ლოა... ეკას ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის ად­გი­ლას აქვს, უნი­ჭი­ე­რე­სი არ­ტის­ტია, ბევ­რმა არ­ტის­ტმა და­იკ­ვე­ხოს, რომ სცე­ნა­ზე ასე­თი ში­ნა­გა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბა აქვს და ასე შე­უძ­ლია თა­ვის პერ­სო­ნა­ჟი წა­მო­ა­ჩი­ნოს. პი­რი­ქით, ამ გავ­რცე­ლე­ბულ­მა ვი­დე­ომ და ამ ყვე­ლა­ფერ­მა კი­დევ ერთხელ გა­უს­ვა ხაზი იმას, რომ ეკა მჟა­ვა­ნა­ძე ნამ­დვი­ლი ვარ­სკვლა­ვია. გული იმა­ზე მწყდე­ბა, რომ მისი უნა­რე­ბი ნაკ­ლე­ბა­დაა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი თე­ატ­რში. ასე­თი არ­ტის­ტე­ბი ასე ზე­და­პირ­ზე არ არი­ან. მას უნდა მო­ე­ფე­რო, ბევ­რი ამუ­შაო, რომ ბევ­რი როლი შექ­მნას. ვინც არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი შე­ფა­სე­ბე­ბი გა­ა­კე­თა, ისი­ნი თე­ატ­რის მა­ყუ­რებ­ლე­ბი არ არი­ან. უბ­რა­ლოდ რა­ღა­ცებს სქ­რო­ლა­ვენ, უყუ­რე­ბენ და მერე გა­უ­გე­ბარ კო­მენ­ტა­რებს წე­რენ. ერთი ორს მეც გა­დავ­ხე­დე და მივ­ხვდი, რომ მათ­ში ჩაღ­რმა­ვე­ბა არ არის სა­ჭი­რო. მე­გობ­რე­ბის­გან გა­ვი­გე, ვი­ღაც შენც გე­მუქ­რე­ბა, - რე­ჟი­სო­რი და­სა­ჭე­რიო. ავი­ღე და იმ ვრცე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბის ქვეშ მი­ვა­წე­რე, - "აქ ვარ, სა­ნამ და­მი­ჭერთ, სპექ­ტაკლზე გე­პა­ტი­ჟე­ბით და მერე მი­მა­ცი­ლეთ იქ, სა­დაც ჩემს ჩას­მას აპი­რებთ“. ესეც არ უნდა და­მე­წე­რა, მაგ­რამ ხუმ­რო­ბის ხა­სი­ათ­ზე მო­ვე­დი... იხილეთ სრულად

myquiz