პრეზიდენტმა სამოქმედო გეგმა - "ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერებას სთავაზობს: რა წერია დოკუმენტში | Allnews.Ge

პრეზიდენტმა სამოქმედო გეგმა - "ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერებას სთავაზობს: რა წერია დოკუმენტში

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა სა­მოქ­მე­დო გეგ­მა - "ქარ­თუ­ლი ქარ­ტია” წა­რად­გი­ნა და პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს მის ირ­გვლივ შე­ჯე­რე­ბას სთა­ვა­ზობს. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლეს­თან და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

პრე­ზი­დენ­ტი ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას, რო­მე­ლიც მზად არის ქარ­ტი­ა­ში ასა­ხუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა იკის­როს მო­მა­ვალ პარ­ლა­მენ­ტში, ხელ­მო­სა­წე­რად სთა­ვა­ზობს.“გა­დავ­წყვი­ტე, თქვენს წი­ნა­შე წარ­მო­მედ­გი­ნა ერ­თგვა­რი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, ქარ­თუ­ლი ქარ­ტია, რომ­ლის ირ­გვლივ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს ვთა­ვა­ზობ შე­ჯე­რე­ბას. თან­ხმო­ბა და პი­რო­ბის და­დე­ბა ყვე­ლა იმ სა­კი­თხზე, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია არამ­ხო­ლოდ ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თვის, არა­მედ დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის. თან­ხმო­ბა და პი­რო­ბის და­დე­ბა ყვე­ლა იმ სა­კი­თხზე, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია არამ­ხო­ლოდ ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თვის, არა­მედ დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის და სა­მარ­თლი­ა­ნი სა­ხელ­მწი­ფოს დამ­კვიდ­რე­ბის­თვის. შე­ვად­გი­ნე და წარ­მო­გიდ­გენთ ქარ­თულ ქარ­ტი­ას.

ამ ქარ­ტი­ას ხელ­მო­სა­წე­რად ვთა­ვა­ზობ ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას,რო­მე­ლიც მზად არის მას­ში ასა­ხუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა იკის­როს მო­მა­ვალ პარ­ლა­მენ­ტში.

ეს არ არის ჰა­ერ­ში მო­ცე­მუ­ლი პი­რო­ბა. ამ ქარ­ტი­ის შეს­რუ­ლე­ბის და ნდო­ბის აღ­დგე­ნის­თვის უნდა შე­იქ­მნას ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ა­ლო­ბა, ამის­თვის სა­ჭი­როა სხვა­ნა­ი­რი ერ­თო­ბა, სხვა­ნა­ი­რი არ­ჩევ­ნე­ბი, სხვა­ნა­ი­რი მთავ­რო­ბა. სხვა­ნა­ი­რი ერ­თო­ბა", - აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი რე­ა­ლუ­რად რე­ფე­რენ­დუ­მი იქ­ნე­ბა, სა­დაც უნდა ვუ­პა­სუ­ხოთ კი­თხვას: "გვინ­და თუ არა ევ­რო­პა“?"სა­ჭი­როა სხვა­ნა­ი­რი ერ­თო­ბა და მე გე­ტყვით ეს რას ნიშ­ნავს: ეს არის ერ­თო­ბა ერ­თი­ა­ნო­ბის გა­რე­შე. ერ­თო­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ ამ ქარ­ტი­ის ირ­გვლივ და მისი შეს­რუ­ლე­ბის­თვის, ანუ ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის ირ­გვლივ. თან­ხმო­ბა ამ ქარ­ტი­ის ირ­გვლივ არ მო­ი­თხოვს და არ გუ­ლის­ხმობს არც ერ­თი­ან სიას და არც რა­ი­მე სხვა ფორ­მით აუ­ცი­ლე­ბელ გა­ერ­თი­ა­ნე­ბებს. იმის მერე,რაც ხელს მო­ა­წე­რენ ერ­თობ­ლივ ქარ­ტი­ას, პო­ლი­ტი­კურ­მა პარ­ტი­ებ­მა თა­ვად უნდა გა­და­წყვი­ტონ სა­კუ­თა­რი სა­არ­ჩევ­ნო ტაქ­ტი­კა და სტრა­ტე­გია რო­გო­რი იქ­ნე­ბა. ეს უკვე მე არ მე­ხე­ბა.

დღე­ვან­დე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ცე­მუ­ლო­ბა და სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მო არ ძლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ ჩა­ტარ­დეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბი, სა­დაც ყვე­ლას მი­ე­ცე­მა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ თა­ვი­სი სახე, თა­ვი­სი პროგ­რა­მა, თა­ვი­სი მე­ო­ბა წარ­მო­ა­ჩი­ნოს. ვი­ნა­ი­დან ჩვენ უნდა გა­დავ­წყვი­ტოთ არა ის, ვის ვაძ­ლევთ ხმას, არა­მედ ის, თუ რას ვაძ­ლევთ ხმას. სწო­რედ ამი­ტომ ეს არ­ჩევ­ნე­ბი რე­ა­ლუ­რად იქ­ნე­ბა სა­ხალ­ხო რე­ფე­რენ­დუ­მი. რე­ფე­რენ­დუ­მი, რო­მელ­ზეც უნდა ვუ­პა­სუ­ხოთ კი­თხვას: გვინ­და თუ არა ევ­რო­პა? როცა ჩვენ ხმას მივ­ცემთ ქარ­ტი­ა­ზე ხელ­მო­წე­რილ რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ას, რე­ა­ლუ­რად ხმას ვაძ­ლევთ ქარ­თულ ქარ­ტი­ას, ე.ი. ევ­რო­პულ მო­მა­ვალს“, - გა­ნა­ხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, "ქარ­თულ ქარ­ტი­ა­ზე“ ხელ­მომ­წე­რი პარ­ტი­ე­ბი იღე­ბენ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, რომ მთავ­რო­ბის და­კომ­პლექ­ტე­ბის პრო­ცე­სი ჩა­ტარ­დე­ბა პრე­ზი­დენ­ტთან კო­ორ­დი­ნა­ცი­ით.პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, მთავ­რო­ბა არ იქ­ნე­ბა და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის­გან, არა­მედ შერ­ჩე­უ­ლი იქ­ნე­ბი­ან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის მი­ხედ­ვით.

"ეს იქ­ნე­ბა მთავ­რო­ბის სრუ­ლი­ად ახა­ლი მო­დე­ლი, ეს არ იქ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის­გან და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი მთავ­რო­ბა, არა­მედ ეს იქ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით გა­მორ­ჩე­უ­ლი და შერ­ჩე­უ­ლი მთავ­რო­ბა. მთავ­რო­ბის და­კომ­პლექ­ტე­ბის პრო­ცე­სი ჩა­ტარ­დე­ბა პრე­ზი­დენ­ტთან კო­ორ­დი­ნა­ცი­ით. ეს არის გზა, რო­მე­ლიც არის მშვი­დო­ბი­ა­ნი, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი, მშვი­დო­ბი­ა­ნი და უაღ­რე­სად ევ­რო­პუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

ქარ­ტი­ის ტექ­სტინა­ბი­ჯე­ბი, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას ამ ქარ­ტი­ა­ზე ხელ­მომ­წერ­ნი იღე­ბენ, ასე­ვე ეხ­მი­ა­ნე­ბა ევ­რო­პუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ის 9 პუნ­ქტს.

ეს ნა­ბი­ჯე­ბია:

ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი კურ­სი­სათ­ვის და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი კა­ნო­ნე­ბის გა­უქ­მე­ბა

და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ვა­უქ­მებთ ყვე­ლა კა­ნონს, რო­მე­ლიც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ევ­რო­პულ გზას და ევ­რო­პულ რე­კო­მენ­და­ცი­ებს. კერ­ძოდ, „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონს, ანუ რუ­სულ კა­ნონს",სა­არ­ჩევ­ნო კო­დექსში“ ცვლი­ლე­ბებს, ე.წ. მოს­მე­ნე­ბის და ოფ­შო­რე­ბის კა­ნო­ნებს და სხვა.

ასე­ვე გა­ვა­უქ­მებთ 2024 წლის პრო­ტეს­ტში მო­ნა­წი­ლე დე­მონ­სტრან­ტე­ბის მი­მართ პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბულ საქ­მე­ებს და მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ამ­ნის­ტია.

მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ნდო­ბის აღ­დგე­ნა

სა­სა­მარ­თლოს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა

გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლებთ კლა­ნუ­რი მმარ­თვე­ლო­ბის­გან მო­სა­მარ­თლე­თა კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბის, და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი ქო­ნე­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბის შე­მოწ­მე­ბის გზით;

შე­მოწ­მე­ბა შე­ე­ხე­ბა, ყვე­ლა იმ მო­სა­მარ­თლეს, რო­მელ­თა პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბულ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­მა და­ა­ზი­ა­ნა სა­სა­მარ­თლოს მი­მართ ნდო­ბა და შე­ლა­ხა მისი რე­პუ­ტა­ცია;

შე­მოწ­მე­ბა შე­ე­ხე­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს, იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს საბ­ჭოს, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს ყვე­ლა წევ­რს, სა­ა­პე­ლა­ციო და სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე­ებს;

შე­მოწ­მე­ბა შე­ე­ხე­ბა ასე­ვე, ყვე­ლა ახალ მო­სა­მარ­თლეს. სა­სა­მარ­თლოს და­ე­მა­ტე­ბა ახა­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბი, რაც აღ­მო­ფხვრის სა­სა­მარ­თლოს გა­დატ­ვირ­თუ­ლო­ბას და საქ­მე­თა გან­ხილ­ვის ვა­დე­ბის დარ­ღვე­ვას;

სრულ­ფა­სოვ­ნად ამოქ­მედ­დე­ბა სა­სა­მარ­თლო­ში საქ­მე­თა ელექტრო­ნუ­ლი წე­სით გა­ნა­წი­ლე­ბის სის­ტე­მა, რათა გა­მო­ი­რი­ცხოს საქ­მე­თა გა­ნა­წი­ლე­ბის პრო­ცეს­ში პო­ლი­ტი­კუ­რი გავ­ლე­ნე­ბი;

მო­სა­მარ­თლე­ებს არ შე­ეძ­ლე­ბათ მე­ო­რე ვა­დით ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბა;

გა­ვაძ­ლი­ე­რებთ ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლოს მან­დატს და გა­ვავ­რცე­ლებთ მის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას მა­ღა­ლი სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სის მქო­ნე საქ­მე­ებ­ზეც.

იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს საბ­ჭოს ძი­რე­უ­ლი რე­ფორ­მა შე­ე­ხე­ბა:

ჩა­მო­ერ­თმე­ვა ჭარ­ბი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, კერ­ძოდ:

დის­ციპ­ლი­ნუ­რი სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის უფ­ლე­ბა, რაც მო­სა­მარ­თლე­თა დევ­ნის ბერ­კე­ტია;

ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბის არ­ჩე­ვის უფ­ლე­ბა;

იუს­ტი­ცი­ის სკო­ლა საბ­ჭოს­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი იქ­ნე­ბა;

უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის შერ­ჩე­ვის წესი შე­იც­ვლე­ბა: საბ­ჭო შე­ა­მოწ­მებს კან­დი­და­ტებს მხო­ლოდ კონ­სტი­ტუ­ცი­ით დად­გე­ნი­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბით, სრულ სიას წა­რუდ­გენს პარ­ლა­მენტს, რო­მე­ლიც აირ­ჩევს მათ.

საბ­ჭოს წევ­რებს აეკ­რძა­ლე­ბათ:

სხვა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის და­კა­ვე­ბა;

ორ­ჯერ არ­ჩე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

საბ­ჭო­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე გავ­ლე­ნა ექ­ნე­ბათ არა­მო­სა­მარ­თლე წევ­რებს.

რე­ფორ­მე­ბის სხვა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი შე­ე­ხე­ბა:

პრო­კუ­რა­ტუ­რას

გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი აირ­ჩე­ვა მა­ღა­ლი ქვო­რუ­მით და მხო­ლოდ ერთი ვა­დით

საპ­რო­კუ­რო­რო საბ­ჭო გაძ­ლი­ერ­დე­ბა

სუსი/შსს

ძა­ლა­უფ­ლე­ბის დე­კონ­ცენ­ტრა­ცი­ის მიზ­ნით, ჩა­ტარ­დე­ბა სუ­სის და შსს-ს ძი­რე­უ­ლი რე­ფორ­მა. თი­თო­ე­უ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე დამ­ყარ­დე­ბა ეფექ­ტუ­რი სა­პარ­ლა­მენ­ტო კონ­ტრო­ლი, რო­მე­ლიც და­ი­ცავს მათ პო­ლი­ტი­კუ­რი გავ­ლე­ნე­ბი­სა­გან.

სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს

გა­ვაძ­ლი­ე­რებთ და მი­ვა­ნი­ჭებთ რე­ა­ლურ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, რათა და­იც­ვას მო­ქა­ლა­ქე­თა უფ­ლე­ბე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მხრი­დან ჩა­დე­ნილ ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე.

ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ სა­ა­გენ­ტოს

გა­მოვ­ყოფთ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან და მი­ვა­ნი­ჭებთ რე­ა­ლურ ბერ­კე­ტებს. პირ­ველ რიგ­ში, აღვჭუ­რავთ კო­რუფ­ცი­ულ საქ­მე­ებ­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბით.

სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელს აირ­ჩევს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი და ის ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა პარ­ლა­მენ­ტის წი­ნა­შე.

ეროვ­ნულ ბანკს

და­ვუბ­რუ­ნებთ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას საბ­ჭოს წევრთა რა­ო­დე­ნო­ბის გაზ­რდით და აღ­მას­რუ­ლე­ბელ და არა­აღ­მას­რუ­ლე­ბელ წევრთა შო­რის ბა­ლან­სით.

გა­მოვ­რი­ცხავთ ერ­თპი­როვ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

გა­უქ­მდე­ბა ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ხელ­მძღვა­ნე­ლის მიერ ერ­თპი­როვ­ნუ­ლად მი­ღე­ბუ­ლი ბრძა­ნე­ბა, რო­მე­ლიც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს.

მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ ორ­გა­ნო­ებს

გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლებთ პო­ლი­ტი­კუ­რი გავ­ლე­ნე­ბის­გან და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი და­ი­ნიშ­ნე­ბი­ან დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი წე­სით.

სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის გა­ჯან­სა­ღე­ბა

სა­მარ­თლი­ა­ნი და თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის­თვის შე­იქ­მნე­ბა სა­თა­ნა­დო პი­რო­ბე­ბი:

და­იხ­ვე­წე­ბა ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რის არ­ჩე­ვის და ცეს­კოს და­კომ­პლექ­ტე­ბის წესი, და­ი­წე­ვა ბა­რი­ე­რი, აღ­დგე­ბა ბლო­კე­ბის შექ­მნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­და­ი­ხე­დე­ბა პარ­ტი­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის წესი, დი­ას­პო­რას მი­ე­ცე­მა არ­ჩევ­ნებ­ში შე­უ­ფერ­ხებ­ლად მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ა­ლო­ბის შექ­მნა

ჩვენ, ამ ქარ­ტი­ა­ზე ხე­ლის­მომ­წერ­ნი, ვინც 2024 წლის 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ზე ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­გან მი­ვი­ღებთ მან­დატს, ვი­ღებთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას და ვდებთ პი­რო­ბას, რომ შე­ვას­რუ­ლებთ ამ ქარ­ტი­ა­ში ჩა­წე­რილ პი­რო­ბებს პირ­ვე­ლი­ვე სა­გა­ზა­ფხუ­ლო სე­სი­ის დას­რუ­ლე­ბამ­დე და შეს­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე მომ­ზად­დე­ბა და ჩა­ტარ­დე­ბა ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი თა­ვი­სუ­ფალ და სა­მარ­თლი­ან პი­რო­ბებ­ში.

ასე­ვე, ვდებთ პი­რო­ბას, რომ მთავ­რო­ბა, რო­მე­ლიც ამ სა­მოქ­მე­დო გეგ­მის აღ­სრუ­ლე­ბა­ზე იქ­ნე­ბა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი წარ­დგე­ნი­ლი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მიერ”, - ნათ­ქვა­მია ქარ­ტი­ა­ში.

myquiz