"გუჩის" მაისური და Loewe-ის შორტი: რა ღირს სამოსი, რომელმაც "კვარას" გულშემატკივრების ყურადღება მიიქცია | Allnews.Ge

"გუჩის" მაისური და Loewe-ის შორტი: რა ღირს სამოსი, რომელმაც "კვარას" გულშემატკივრების ყურადღება მიიქცია

მარ­თა­ლია, ქარ­თველ ფეხ­ბურ­თე­ლებს მე­დი­ის­გან ყუ­რა­დღე­ბა არა­სო­დეს აკ­ლდათ, მაგ­რამ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გას­ვლის შემ­დეგ, მათ მი­მართ ყუ­რა­დღე­ბა გა­ი­ზარ­და. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად ადევ­ნე­ბენ თვალს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მათ პრო­ფი­ლებს, წე­რენ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ, აქ­ვეყ­ნე­ბენ მათ მე­უღ­ლე­ებ­თან, მშობ­ლებ­თან ინ­ტერ­ვი­უს.

18 მა­ისს "ჯვა­როს­ნე­ბი" სა­დე­ბი­უ­ტო ჩემ­პი­ო­ნა­ტის პირ­ველ მატჩში თურ­ქე­თის ნაკ­რებს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბი­ან. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა ვილი სა­ნი­ოლ­მა იმ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის სია უკვე გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რომ­ლე­ბიც ევ­რო­პის 2024 წლის ჩემ­პი­ო­ნა­ტის­თვის მო­ემ­ზა­დე­ბი­ან. შე­გახ­სე­ნებთ, გა­ნა­ცხა­დი 26-კა­ცი­ა­ნი იქ­ნე­ბა.

სა­ნი­ო­ლის მიერ გა­მო­ძა­ხე­ბულ ფეხ­ბურ­თე­ლებს შო­რის არი­ან ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია და ზუ­რი­კო და­ვი­თაშ­ვილი. სპორ­ტსმე­ნე­ბი ერ­თმა­ნე­თის ახლო მე­გობ­რე­ბი არი­ან.

imagetools0-51749-32831-1716622787.jpg

შე­გახ­სნებთ, რომ მარ­ტში ნაკ­რე­ბის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გას­ვლი­დან მე­ო­რე დღეს კვა­რა­ცხე­ლი­ამ და­ვი­თაშ­ვი­ლის შვი­ლი მო­ნათ­ლა.

ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია იტა­ლი­ის გუნდ "ნა­პო­ლი­ში" თა­მა­შობს. ზუ­რი­კო და­ვი­თაშ­ვი­ლი კი საფ­რან­გე­თის სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ „ბორ­დოს“ ფეხ­ბურ­თე­ლია. მნიშ­ვნე­ლო­ვან მატ­ჩამ­დე რამ­დე­ნი­მე კვი­რით ადრე, მე­გობ­რებ­მა შვე­ბუ­ლე­ბა იტა­ლი­ა­ში გა­ა­ტა­რეს. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა დას­ვე­ნე­ბის კად­რე­ბი, სა­დაც ყუ­რა­დღე­ბა ხვი­ჩას ჩაც­მის სტილ­მა მი­იქ­ცია.

ფო­ტო­ზე, სა­დაც ზუ­რი­კო და ხვი­ჩა რომ­ში არი­ან, ხვი­ჩას "გუ­ჩის" პოლო მა­ი­სუ­რი აც­ვია, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც 1050 დო­ლა­რია. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ხვი­ჩა ოფი­ცი­ა­ლუ­რად "ადი­და­სის" სა­ხეა. იხილეთ სრულად

myquiz