"გაიტყუა სოფელში და წამებით მოკლა... ჩაქუჩით თავის ქალა და ძვლები დაულეწა" - ფემიციდის სასტიკი შემთხვევა სამეგრელოში | Allnews.Ge

"გაიტყუა სოფელში და წამებით მოკლა... ჩაქუჩით თავის ქალა და ძვლები დაულეწა" - ფემიციდის სასტიკი შემთხვევა სამეგრელოში

ზუგ­დი­დის სო­ფელ კორ­ცხელ­ში შემ­ზა­რა­ვი მკვლე­ლო­ბა მოხ­და. ქმარ­მა ცოლი სას­ტი­კი წა­მე­ბით მოკ­ლა. მოკ­ლუ­ლი ქალი ფატი კუ­და­ვაა. შემ­თხვე­ვა გუ­შინ სა­ღა­მოს მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოკ­ლუ­ლია 50 წლამ­დე ასა­კის ქალ­ბა­ტო­ნი და მის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 61 წლის მა­მა­კა­ცია.

სო­ფელ კორ­ცხელ­ში მე­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ამ­ბობს, რომ მომ­ხდა­რის დე­ტა­ლე­ბი არ იცის, რად­გან ცოლ-ქმა­რი მათი სოფ­ლის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი არ იყ­ვნენ."მათ ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მი­წის ნაკ­ვე­თი ჰქონ­და, კერ­ძოდ თხილ­ნა­რი, პე­რი­ო­დუ­ლად მო­დი­ოდ­ნენ და ამუ­შა­ვებ­დნენ. რო­გორც ირ­კვე­ვა, გუ­შინ იქ მოხ­და მკვლე­ლო­ბა. მეც ახ­ლა­ხან გა­ვი­გე და სხვა დე­ტა­ლი ჩემ­თვის უც­ნო­ბია",- მი­თხრა მე­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

ოჯა­ხის ერთ-ერ­თმა ახ­ლო­ბელ­მა გვი­თხრა, რომ ქალი სას­ტი­კა­დაა ნა­წა­მე­ბი. მისი თქმით, ცოლ-ქმა­რი ზუგ­დიდ­ში ცხოვ­რობ­და და შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მიწა ჰქონ­დათ.

"არ ვიცი რა უნდა ვთქვა, სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი დატ­რი­ალ­და. რო­გორ უნდა იცო­ცხლოს იმ სა­ტა­ნამ, რო­მელ­მაც ასე აწა­მა ცოლი. ფატი სა­ში­ნე­ლი წა­მე­ბით ჰყავს მოკ­ლუ­ლი. ჩა­ქუ­ჩით თა­ვის ქალა ჩა­უმტვრია და ძვლე­ბი და­უ­ლე­წა, ისე მოკ­ლა.

მთე­ლი ღამე არ გვი­ძი­ნია, ისე­თი სა­ში­ნე­ლი ფაქ­ტია მომ­ხდა­რი. რო­გორც ჩანს, მკვლე­ლო­ბა და­გეგ­მი­ლი ჰქონ­და და ეტყო­ბა, გა­ი­ტყუა იმ სო­ფელ­ში და ასე მოკ­ლა. მეტს ვე­რა­ფერს გე­ტყვით, ალ­ბათ მალე გახ­მა­ურ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი", - გვი­თხრა ახ­ლო­ბელ­მა და სხვა დე­ტა­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი არ ისურ­ვა...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

myquiz