ვინ რეკავდა მუქარის შემცველი ზარებით მოქალაქეებთან? - "გამოიყენეს გაყალბების სისტემა..." | Allnews.Ge

ვინ რეკავდა მუქარის შემცველი ზარებით მოქალაქეებთან? - "გამოიყენეს გაყალბების სისტემა..."

პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უცხო სა­ტე­ლე­ფო­ნო ნომ­რე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი, რომ­ლე­ბი­და­ნაც მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან ზა­რე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და, არ არის კონ­კრე­ტულ პი­რებ­ზე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი და სა­ტე­ლე­ფო­ნო ნომ­რე­ბი არა­აქ­ტი­უ­რია.

შე­სა­ბა­მი­სად, რო­გორც მათ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, ელექტრო­ნუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის უც­ნო­ბია არა­აქ­ტი­უ­რი სა­ტე­ლე­ფო­ნო ნომ­რე­ბი­დან ზა­რის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლის ვი­ნა­ო­ბის და მისი დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის, მათ შო­რის, ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბის ში­ნა­არ­სი იყო მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი, მი­ე­მარ­თე­ბო­და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, მათ შო­რის, არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბის და­ში­ნე­ბის­კენ, სა­კი­თხის შეს­წავ­ლა, და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბის არ­სე­ბო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სცდე­ბა სამ­სა­ხუ­რის კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებს, რის გა­მოც, სამ­სა­ხურ­მა მი­თი­თე­ბულ სა­კი­თხთან მი­მარ­თე­ბით მი­ღე­ბუ­ლი ყვე­ლა გან­ცხა­დე­ბა და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რე­ა­გი­რე­ბის მიზ­ნით გა­და­უგ­ზავ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რას."გვსურს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია, უცხო სა­ტე­ლე­ფო­ნო ნომ­რე­ბი­დან ზა­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით. სამ­სა­ხურ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი მო­მარ­თვე­ბის თა­ნახ­მად, მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა რო­გორც ქარ­თუ­ლი, ისე უცხო ქვეყ­ნის (მათ შო­რის, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კა, უკ­რა­ი­ნა, მექ­სი­კა) სა­ტე­ლე­ფო­ნო ნომ­რე­ბი­დან. მო­მარ­თვე­ბის ავ­ტო­რე­ბის გან­მარ­ტე­ბით, ზა­რის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი პი­რე­ბი, ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში, სა­უბ­რო­ბენ ქარ­თულ ენა­ზე.

მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი უთი­თე­ბენ, რომ სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბი მი­ე­მარ­თე­ბა მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს და წარ­მო­ად­გენს მათი და­ში­ნე­ბის მცდე­ლო­ბას. კერ­ძოდ, სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი პი­რე­ბი, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, მათ უკავ­შირ­დე­ბი­ან რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე, აყე­ნე­ბენ შე­უ­რა­ცხყო­ფას, ემუქ­რე­ბი­ან და მი­მარ­თა­ვენ ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ვე­ლი ტერ­მი­ნო­ლო­გი­ით, ეკი­თხე­ბი­ან, თუ რა­ტომ არ უჭე­რენ მხარს „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონს და ემუქ­რე­ბი­ან ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბით, თუკი ისი­ნი და მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბი პრო­ტესტს არ შე­წყვე­ტენ. გარ­და სა­ტე­ლე­ფო­ნო ნომ­რე­ბი­სა, ზა­რის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი პი­რე­ბის­თვის, ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში, ცნო­ბი­ლია ზა­რის ად­რე­სა­ტე­ბის სა­ხე­ლი, გვა­რი, სა­მუ­შაო ად­გი­ლი, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მი­სა­მარ­თი, აგ­რეთ­ვე, მათი ოჯა­ხის წევ­რებ­თან/ნა­თე­სა­ურ კავ­ში­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია. სამ­სა­ხურ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი მო­მარ­თვე­ბის ავ­ტო­რე­ბის გან­მარ­ტე­ბით, ზა­რე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი ზა­რე­ბით უკავ­შირ­დე­ბი­ან მათი ოჯა­ხის წევ­რებ­საც, მათ შო­რის, არას­რულ­წლო­ვა­ნებს.

რო­გორც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნა­წი­ლი სამ­სა­ხურ­ში წარ­მოდ­გე­ნილ მო­მარ­თვებ­ში მი­უ­თი­თებს, უცხო სა­ტე­ლე­ფო­ნო ნომ­რე­ბი­დან შე­მა­ვალ ზო­გი­ერთ ზარს არ უპა­სუ­ხეს და ზა­რის ინი­ცი­ა­ტო­რებ­თან მათი კო­მუ­ნი­კა­ცია არ შემ­დგა­რა, თუმ­ცა, მათი რწმე­ნით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ზა­რე­ბიც ცალ­სა­ხად უკავ­შირ­დე­ბო­და „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ხა­ტულ პრო­ტესტს, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და, შე­სა­ბა­მი­სად, მათ პო­ლი­ტი­კურ შე­ხე­დუ­ლე­ბას, რაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის მო­ნა­ცემს წარ­მო­ად­გენს. ამას­თან, მათი მო­საზ­რე­ბით, ამ­გვარ შემ­თხვე­ვებ­შიც, ახ­ლობ­ლებ­თან თუ ნაც­ნო­ბებ­თან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მსგავ­სი ზა­რე­ბის ში­ნა­არ­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მი­აჩ­ნდათ, რომ თუ კო­მუ­ნი­კა­ცია შედ­გე­ბო­და, იგი იქ­ნე­ბო­და და­მა­ში­ნე­ბე­ლი, მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი ან/და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი. იხილეთ სრულად

myquiz