"ბევრს ეგონა, რომ ციცინომ შოუში თავის თავს რეკლამა გაუკეთა და ოპერაციას არ მიკეთებდა..." - რას წერს გოგონა, პირდაპირ ეთერში გაკეთებული სიურპრიზიდან 2 თვის შემდეგ? | Allnews.Ge

"ბევრს ეგონა, რომ ციცინომ შოუში თავის თავს რეკლამა გაუკეთა და ოპერაციას არ მიკეთებდა..." - რას წერს გოგონა, პირდაპირ ეთერში გაკეთებული სიურპრიზიდან 2 თვის შემდეგ?

მა­რი­ამ ტა­ტა­ნაშ­ვი­ლი 2021 წელს მე­გობ­რებ­თან და შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად ავა­რი­ა­ში მოყ­ვა. მრა­ვალ­მხრი­ვი ტრავ­მის გამო, მის გა­დარ­ჩე­ნას არა­ვინ ელო­და, მაგ­რამ მოხ­და სას­წა­უ­ლი და მა­რი­ა­მი გა­დარ­ჩა.

მას არა­ერ­თი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და და კი­დევ რამ­დე­ნი­მეა სა­ჭი­რო, რომ გო­გო­ნამ ოც­ნე­ბა აიხ­დი­ნოს: სა­ბე­დის­წე­რო დღი­დან რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ, შე­საძ­ლოა, მა­რი­ა­მის სა­ნუკ­ვა­რი ოც­ნე­ბა ახ­დეს...

2 თვის წინ გო­გო­ნა გა­და­ცე­მა­ში "ნო­ეს­თან“ იმ­ყო­ფე­ბო­და. მა­რი­ამ­მა ისა­უბ­რა იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ წა­რი­მარ­თა მისი ცხოვ­რე­ბა ავა­რი­ის შემ­დეგ. გა­და­ცე­მის ბო­ლოს კი მა­რი­ამს სი­ურპრი­ზი მო­უ­წყვეს. სტუ­დი­ა­ში შე­მო­ვი­და პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი ცი­ცი­ნო შურ­ღა­ია, რო­მელ­მაც მა­რი­ამს უთხრა, რომ ის და "კავ­კა­სი­ის მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრის“ გუნ­დი – სრუ­ლი­ად უსას­ყიდ­ლოდ გა­უ­კე­თე­ბენ მა­რი­ამს სხვა­დას­ხვა სა­ხის ოპე­რა­ცი­ას.

ეს მოხ­და მარ­ტში - მას შემ­დეგ მა­რი­ა­მის გა­მომ­წე­რე­ბი, მისი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან, რა ეტაპ­ზეა ოპე­რა­ცია. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით გუ­შინ მა­რი­ამ ტა­ტა­ნაშ­ვილ­მა შემ­დე­გი ში­ნა­არ­სის პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

"ეს არის ცი­ცი­ნო შურ­ღა­ია პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი, რო­მე­ლიც შემ­პირ­და უსას­ყიდ­ლოდ ყვე­ლა ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბას, რო­მე­ლიც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და... ბევრ ადა­მი­ანს ეგო­ნა, რომ ცი­ცი­ნომ უბ­რა­ლოდ "ნოეს შო­უ­ში" გა­უ­კე­თა თა­ვის თავს რეკ­ლა­მა და მე ოპე­რა­ცი­ას არ მი­კე­თებ­და - ეს ასე არ არის. მა­ნამ­დეც მედო ვი­დე­ო­ე­ბი, სა­დაც ვამ­ბობ­დი, რომ რო­დე­საც კბი­ლებს და­ვას­რუ­ლებ­დი, მა­შინ მი­ვი­დო­დი ქალ­ბა­ტონ ცი­ცი­ნოს­თან და კბი­ლე­ბიც და­ვას­რუ­ლე და დღეს ვი­ყა­ვი მას­თან კავ­კა­სი­ის მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრში. იხილეთ სრულად

myquiz