ვინ არის და რა ქონებას ფლობს სალომე ქურასბედიანი, რომელსაც "ოცნებამ" ვენეციის კომისიის დასკვნის შეფასება ანდო?
ხელისუფლებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნის შეფასება მმართველი პარტიის ახალგაზრდა წარმომადგენელს, პარლამენტარ სალომე ქურასბედიანს ანდო, რომლის თაობაზეც საზოგადოებისთვის ბევრი არაფერია ცნობილი. შესაბამისად, გაჩნდა ინტერესი, ვინ არის დეპუტატი სალომე ქურასბედიანი?
სალომე საკანონმდებლო ორგანოში ნინო იობაშვილის ადგილმონაცვლედ 2023 წელს შევიდა.
განათლებამომავალი პარლამენტარი 1992 5 ოქტომბერს, თბილისში დაიბადა.
2014 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი;
2017 წელს დაასრულა ტულუზის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამა, საერთაშორისო და ევროპული სამართლის სპეციალობით;
2020 წელს ასევე ტულუზის უნივერსიტეტში დაასრულა საერთაშორისო ეკონომიკური სამართლის სპეციალობის კურსი.
"მოლოდინი მაქვს ძალიან კარგი, რადგან მივიღებ განათლებას საფრანგეთში, რაც შემძენს პროფესიულ და ცხოვრებისეულ გამოცდილებას. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ამ კონკურსში ჩემი გამარჯვება და საფრანგეთში სწავლისთვის წასვლა, დამეხმარება წარმატებულ პიროვნებად ჩამოყალიბებაში", - ამბობდა ის 2016 წელს ტულუზის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების თაობაზე.
აღსანიშნავია, რომ ის საფრანგეთში სასწავლებლად წავიდა განათლების საერთაშორისო ცენტრის, კამპუს ფრანსისა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს შორის მემორანდუმის გაფორმების შედეგად გამოცხადებულ კონკურსში "სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2016-2017" გამარჯვების შემდეგ. ის ერთ-ერთი იყო 17 გამარჯვებულს შორის.
სამუშაო გამოცდილება2014 წელს კორძაძის საადვოკატო ბიუროში იყო სტაჟიორი;
2014-2016 წწ. გახლდათ ა(ა)იპ "ადვოკატთა ალიანსის", იურისტი;
2014-2016 წწ. კი საადვოკატო ბიურო Legal Consulting Group-ის იურისტი;
2015 წელს დაიწყო მუშაობა იურისტად შპს -ში "მდინარაძე და ადვოკატები", იურისტი;
2016 წლიდან კი ასევე იყო შპს "ფრეგოს" იურისტი;
2023 წლიდან საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრია, საარჩევნო ბლოკიდან "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო". იხილეთ სრულად