"5 გასროლის ხმა იყო..."- ცნობილი ხდება რუსთავში მოკლული დედა-შვილის ვინაობა | Allnews.Ge

"5 გასროლის ხმა იყო..."- ცნობილი ხდება რუსთავში მოკლული დედა-შვილის ვინაობა

ცნო­ბი­ლი ხდე­ბა რუს­თავ­ში მოკ­ლუ­ლი დედა-შვი­ლის ვი­ნა­ო­ბა. "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ცნო­ბით, ახალ­გაზ­რდა კაც­მა მისი მე­უღ­ლე მა­რი­ამ სოფ­რო­მა­ძე და სი­დედ­რი ინგა ბე­გაშ­ვი­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით და­ხო­ცა.

და­ნა­შა­უ­ლი დღეს, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ მოხ­და.

თვითმხილ­ვე­ლის თქმით, დედა-შვილს, ინგა ბე­გაშ­ვილს და მა­რი­ამ სოფ­რო­მა­ძეს თან პა­ტა­რა ბავ­შვი ახ­ლდა, რო­მე­ლიც შემ­დეგ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნით წა­იყ­ვა­ნეს.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ პირს, რო­მელ­მაც სა­ვა­რა­უ­დო გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, თვითმხილ­ვე­ლის თქმით, 30 წლამ­დე მა­მა­კა­ცია, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ამ ად­გილ­ზე­ვე და­ა­კა­ვა.

"ხუთი გას­რო­ლის ხმა იყო, თავ­და­პირ­ვე­ლად ორი, შემ­დეგ კი­დევ ორი და ბო­ლოს ერთი გას­რო­ლის ხმა. გო­გო­ე­ბი გარ­ბოდ­ნენ შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი,რომ­ლე­ბიც ისე­თი შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, ვე­რა­ფე­რი მი­თხრეს, მერე ჩვენ თვი­თონ წა­მო­ვე­დით. ვნა­ხეთ ორი გარ­დაც­ვლი­ლი. აქეთ კი, ეტლი იყო გა­მო­გო­რე­ბუ­ლი, პა­ტა­რა ბავ­შვი იყო შიგ, ალ­ბათ, 1 წლის იქ­ნე­ბო­და. ის ბავ­შვი სკვერ­ში მე წა­მო­ვიყ­ვა­ნე, პო­ლი­ცი­ელს ვუ­თხა­რი, რომ მე წა­ვიყ­ვან-მეთ­ქი. მერე ბავ­შვი ექი­მებ­მა წა­იყ­ვა­ნეს. თვი­თონ ის კაცი, რო­მელ­მაც ის­რო­ლა არ გარ­ბო­და, ად­გილ­ზე იყო ისე ჩას­ვეს მან­ქა­ნა­ში. პო­ლი­ცი­ის მოს­ვლამ­დე ად­გილ­ზე იყო. მე არ და­მი­ნა­ხავს, მაგ­რამ თქვეს, რომ ამ კაცს ია­რა­ღი ჰქონ­და”, - აცხა­დებს თვითმხილ­ვე­ლი.

myquiz