როგორ იმოქმედებს იბრაჰიმ რაისის გარდაცვალება ირანის პოლიტიკურ სისტემაზე? | Allnews.Ge

როგორ იმოქმედებს იბრაჰიმ რაისის გარდაცვალება ირანის პოლიტიკურ სისტემაზე?

19 მა­ისს ირა­ნის პრე­ზი­დენ­ტი იბ­რა­ჰიმ რა­ი­სი ვერ­ტმფრე­ნის ჩა­მო­ვარ­დნი­სას და­ი­ღუ­პა. 63 წლის იბ­რა­ჰი­მი 2021 წლი­დან იკა­ვებ­და სა­ხელ­მწი­ფო მე­თა­უ­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას. მას ქვეყ­ნის უმაღ­ლე­სი ლი­დე­რის, აია­თო­ლა ალი ხა­მე­ნე­ის მო­მა­ვალ მემ­კვიდ­რედ მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ.

BBC-მ გა­იხ­სე­ნა იბ­რა­ჰიმ რა­ი­სის ცხოვ­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რის მნიშ­ვნე­ლო­ვან მო­მენ­ტებს.

კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პირიპრე­ზი­დენ­ტის პოსტზე კენ­ჭისყრამ­დე იბ­რა­ჰიმ რა­ისს ირა­ნე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა არ იც­ნობ­და.

იმ დრო­ის­თვის 56 წლის კონ­სერ­ვა­ტი­ულ სა­სუ­ლი­ე­რო პირს ის­ლა­მუ­რი სა­მარ­თლის დოქ­ტო­რის ხა­რის­ხი ჰქონ­და. მი­უ­ხე­და­ვად სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი­სა, მას ნაკ­ლე­ბად იც­ნობ­დნენ.

5a648880-15fa-11ef-a514-5f73575d1b0d-39216-1716280959.jpg

ირა­ნის მო­მა­ვა­ლი პრე­ზი­დენ­ტი ქა­ლაქ მა­შ­ჰად­ში, 1960 წელს და­ი­ბა­და. 15 წლის ასაკ­ში ჩა­ი­რი­ცხა ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ რე­ლი­გი­ურ სე­მი­ნა­რი­ა­ში. 5 წე­ლი­წად­ში, ის­ლა­მუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო სა­სა­მარ­თლო­ში.

25 წლის რა­ი­სი თე­ი­რა­ნის პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლედ აირ­ჩი­ეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი სა­სა­მარ­თლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ი­ნიშ­ნა.

"სიკ­ვდი­ლის კო­მი­სია"1988 წელს რა­ი­სი იყო იმ მო­სა­მარ­თლე­ე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც ე.წ. სიკ­ვდი­ლის კო­მი­სი­ებ­ში იკა­ვებ­დნენ ად­გილს. ამ კო­მი­სი­ებ­მა ათა­სო­ბით და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ო­ნერს გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნეს და სას­ჯე­ლის ვა­დის ამო­წურ­ვის შემ­დეგ, ირა­ნის ცი­ხე­ებ­ში სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯეს.

ეს მას­შტა­ბუ­რი სიკ­ვდი­ლით დას­ჯა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ტა­ბუ­ი­რე­ბუ­ლი თე­მაა ირა­ნის პოს­ტრე­ვო­ლუ­ცი­ურ ის­ტო­რი­ა­ში და ოფი­ცი­ა­ლუ­რად არა­სო­დეს გა­მო­უ­ძი­ე­ბი­ათ.

ირა­ნის ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ჰა­სან რო­ჰან­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი შოკ­ში ჩა­აგ­დო, რო­დე­საც ტე­ლე­ვი­ზი­ით წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო დე­ბა­ტე­ბის დროს, ეს სა­კი­თხი წა­მოჭ­რი­და და გა­მო­ძი­ე­ბა მო­ი­თხო­ვა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რო­ჰა­ნის გან­ცხა­დე­ბას ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მოხ­მა­უ­რე­ბა არ მოჰ­ყო­ლია, ამ თე­მამ გა­მო­იწ­ვია მწვა­ვე და ემო­ცი­უ­რი დე­ბა­ტე­ბი სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში. აღ­მოჩ­ნდა, რომ მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ირა­ნე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის ნა­წილ­მა პირ­ვე­ლად გა­ი­გეს.

მო­მა­ვა­ლი უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რი?

თა­ვი­სი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, იბ­რა­ჰიმ რა­ი­სი ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში იყო ირა­ნის კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი ელი­ტის წევ­რებ­თან. ის სწავ­ლობ­და ირა­ნის ამ­ჟა­მინ­დე­ლი უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რის, აია­თო­ლა ალი ხა­მე­ნე­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და ახ­ლოს იყო ის­ლა­მუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის გვარ­დი­ის კორ­პუ­სის მთა­ვარ ფი­გუ­რებ­თან.

2016 წლის მარ­ტში რა­ი­სი და­ი­ნიშ­ნა ირა­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და მდი­და­რი რე­ლი­გი­უ­რი ფონ­დის, "ას­ტან ყუდს რა­ზა­ვის“ ხელ­მძღვა­ნე­ლად. ფონ­დის მო­ვა­ლე­ო­ბა­ში შე­დი­ო­და ქვეყ­ნის უწ­მინ­დე­სი ში­ი­ტუ­რი სა­ლო­ცა­ვის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა ქა­ლაქ მა­შ­ჰად­ში, იმამ რე­ზას მავ­ზო­ლე­უმ­ში. იხილეთ სრულად