ქართველი რუსულ კონკურსში: რა არის ცნობილი ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომელიც "ახალი ტალღის" ფინალშია - გზა "X ფაქტორიდან" რუსულ შოუ-ბიზნესამდე | Allnews.Ge

ქართველი რუსულ კონკურსში: რა არის ცნობილი ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომელიც "ახალი ტალღის" ფინალშია - გზა "X ფაქტორიდან" რუსულ შოუ-ბიზნესამდე

15 და 16 მა­ისს მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურსს "ახა­ლი ტალ­ღა 2024"-ის ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლის­ტე­ბი გა­მოვ­ლინ­დნენ. ინ­ფორ­მა­ცია, კონ­კუ­რის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა. რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ, ჯამ­ში 7000-ზე მეტი გა­ნა­ცხა­დი შე­ვი­და. ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლამ­დე კი 60-ზე მეტი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი მი­ვი­და, მათ შო­რის აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან, სომ­ხე­თი­დან, ბე­ლო­რუ­სი­ი­დან, გერ­მა­ნი­ი­დან, სა­ქარ­თვე­ლო­დან, ყა­ზა­ხე­თი­დან, ყირ­გი­ზე­თი­დან, მოლ­დო­ვი­დან, ნი­გე­რი­ი­დან, უზ­ბე­კე­თი­დან, ეს­ტო­ნე­თი­დან და რუ­სე­თი­დან:

40x-ez11dn0-67200-1716102604.jpg

კან­დი­და­ტებ­მა თა­ვი­ან­თი ქვეყ­ნის ჰი­ტე­ბი და უცხო­უ­რი სიმ­ღე­რე­ბი შე­ას­რუ­ლეს. ჟი­უ­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყ­ვნენ: კონ­კურ­სის დი­რექ­ტო­რი ალექ­სან­დრე რევ­ზი­ნი, კონ­კურ­სის მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რი ანას­ტა­სია მუ­ხი­ნა და კონ­კურ­სის ჟი­უ­რის თავ­მჯდო­მა­რე, კომ­პო­ზი­ტო­რი და პრო­დი­უ­სე­რი იგორ კრუ­ტოი.ორ­დღი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ ჟი­უ­რიმ შვი­დი ქვეყ­ნი­დან 13 მო­ნა­წი­ლე აარ­ჩია. ფი­ნა­ლურ კონ­კურ­სში მოხ­ვდნენ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის, სომ­ხე­თის, ბე­ლო­რუ­სი­ის, მალ­ტას, რუ­სე­თის, ჩი­ნე­თის და სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. ფი­ნა­ლურ სი­ა­ში 13 მო­ნა­წი­ლი­დან 7 რუ­სია. უც­ნო­ბია რამ­დე­ნი ქარ­თვე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და „ახა­ლი ტალ­ღის“ შე­სარ­ჩევ კონ­კურ­სში, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ფი­ნა­ლამ­დე მის­ვლა მხო­ლოდ ერ­თმა, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ, ფსევ­დო­ნი­მით ხვი­ჩა ლუ­კამ შეძ­ლო.

snapinstaapp-443699148-1185389669495235-1426846071723080382-n-1080-67524-1716102620.jpg

კონ­კურ­სის ფი­ნა­ლუ­რი კონ­ცერ­ტე­ბი 22-27 აგ­ვის­ტოს სოჭ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

ვინ არის ხვი­ჩა ლუკა კვა­რა­ცხე­ლია

ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი, ბლო­გე­რი და ფო­ტოგ­რა­ფია, რო­მე­ლიც წლე­ბია რაც რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე მოღ­ვა­წე­ობს. ის წლე­ბის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში X ფაქ­ტორ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და. Ambebi.ge-ს არ­ქივ­ში ინა­ხე­ბა ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას ინ­ტერ­ვიუ, სა­დაც ჰყვე­ბა რო­გორ გა­იკ­ვა­ლა გზა რუ­სულ ბა­ზარ­ზე. იხილეთ სრულად

myquiz