იცით, რატომ გვეყინებათ ფეხები? | Allnews.Ge

იცით, რატომ გვეყინებათ ფეხები?

ფეხების გაყინვა ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის სიმპტომი შეიძლება იყოს.ფეხების გაყინვა, როგორც წესი, არ არის სპეციფიკური ერთი დაავადებისთვის და წარმოიქმნება მრავალი განსხვავებული ფაქტორის გამო.

ფეხების გაყინვა შესაძლოა განპირობებული იყოს:

პერიფერიული არტერიების დაავადებით

პერიფერიული არტერიების დაავადება ხდება არტერიების შევიწროების ან ბლოკირების შედეგად, რაც იწვევს ფეხებში სისხლის არასაკმარის ნაკადს. ეს მდგომარეობა ხშირად ასოცირდება ათეროსკლეროზთან. შევიწროებულ ან დაბლოკილ არტერიებს არ შეუძლია მიიტანოს საკმარისი რაოდენობის ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები ფეხებამდე. ეს იწვევს ფეხებში სიცივის შეგრძნებას.

შაქრიანი დიაბეტი

შაქრიანი დიაბეტი გრძელვადიან პრესპექტივაში იწვევს ნერვის დაზიანებას, ნეიროპათიას. დიაბეტური ნეიროპათია იწვევს სიმპტომებს, როგორიცაა დაბუჟება, ჩხვლეტა და ტკივილი სხეულის სხვადასხვა ნაწილში. ტერფების ნერვის დაზიანება ასოცირდება ტკივილთან, წვის შეგრძნებასთან, ასევე ფეხებში სიცივის შეგრძნებასთან.

ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები

ფარისებრი ჯირკვლის გადაჭარბებული ან არასაკმარისი აქტივობა ხელს უშლის სხეულის ტემპერატურის რეგულირებას.

ჰიპოთირეოზი იწვევს სხეულის ტემპერატურის ვარდნას, რაც იწვევს ფეხების გაციებას. ჰიპერთირეოზი ზრდის მეტაბოლიზმს და სხეულის ტემპერატურას, რაც იწვევს ჭარბ ოფლიანობას და შემდგომ გაციებას. იხილეთ სრულად

myquiz